დათვის სასაცილო რეაქცია წყვილის ფოტოგადაღების დროს
დათვის სასაცილო რეაქცია წყვილის ფოტოგადაღების დროს
დათვმა ძალიან განცვიფრებული და შეწუხებული სახით, იმ წყვილის ფოტოსესია გააფორმა, რომელმაც ქორწილის აღნიშვნა მინესოტას (აშშ) ზოოპარკში (MN Zoo) გადაწყვიტა.

მტაცებლის რეაქცია შეუდარებელი იყო. სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები, რომელიც Chris and Kristy Photography-ის  ფოტოგრაფმა გადაიღო, ვირუსულად გავრცელდა. ინტერნეტ მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ დათვის აღშფოთებული გამომეტყველება. მტაცებელს, როგორც ჩანს, არ მოეწონა მის სამყოფელის წინ წყვილის პოზირება.

Zooclub

Zooclub

"ეს ფონი ფოტოგრაფის იდეა იყო. როდესაც ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაღების უფლება მოგვცეს, ცხოველები საკვებს მიირთმევდნენ. გრიზლი კი ერთადერთი იყო, რომლის ყურადღებაც დავიმსახურეთ", - ამბობს საქმრო.

Zooclub

მან ასევე დაამშვიდა
ადამიანები, რომლებიც კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ზოოპარკი ფოტოსესიისთვის შესაბამისი ადგილი არ იყო, რადგან იქ მყოფ ცხოველებს
სხვა დატვირთვა აქვთ: "მსოფლიოში არსებობს ზოოპარკები, სადაც გარეული ცხოველები ისე ჰყავთ გამოკეტილი, თითქოს ციხეში იყვნენ, მაგრამ მათ რიცხვს MN Zoo არ მიეკუთვნება, რადგან ის მთავრობის კუთვნილებაა და მას ფინანსური ინტერესი არ აქვს. თუ არ ვცდები, ამ ზოოპარკს სხვა მოვალეობაც აქვს: მაგალითად, სახეობების პოპულაცია, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან, ასე რომ დამშვიდდით, მეგობრები, ჩვენი ფოტოსესიით ზოოპარკის ბინადრები არ შეწუხებულან."

ასევე იხილეთ:

ყველაზე ფუმფულა და სექსუალური ფოტოსესია ახალ სტილში

მხიარულმა ძაღლმა სასიყვარულო ფოტოსესია ჩაშალა

უეცრად ყველაფერი შეიცვალა - 10 წყვილი, რომელთა საქორწილო ფოტოსესია ცხოველებმა ჩაშალეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?