ფოტოგრაფმა და მელიამ ფოტო ობიექტივთან ადგილები გაცვალეს
ფოტოგრაფმა და მელიამ ფოტო ობიექტივთან ადგილები გაცვალეს
42 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფმა, გლედრიუს სტაკაუსკასმა, თავისი ეზოს ხშირ სტუმარს - მელიას "თათი" დაარქვა, რადგან მას თათებზე თეთრი ლაქები აქვს. მამაკაცი გარეულ ცხოველს ორი წელია, სახლის ეზოში ფოტოებს უღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მელიამ მოულოდნელი რამ გააკეთა - მტაცებელი ფოტო კამერით დაინტერესდა და მეტიც, მასპინძელთან ადგილის გაცვლაც სცადა.

Zooclub

ფოტოგრაფ-ანიმალისტი ჩვეულებრივ ცხოველებს ფოტო ობიექტივიდან აკვირდება, თუმცა, ამ შემთხვევაში ადგილები შეიცვალა. გლედრიუ ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორპინგტონის გარეუბანში ცხოვრობს. მისი თქმით, ეზოს ხშირად სტუმრობენ მელიები, თუმცა, ისინი ძალიან ფრთხილად გადაადგილდებოდნენ და მცირე ხმის გაგონებაზეც კი, ტერიტორიას
ტოვებდნენ, თუმცა, მელია, რომელსაც მან მოგვიანებით "თათი" დაარქვა, მოძმეებისგან განსხვავებით, გაბედული აღმოჩნდა.

Zooclub

მომდევნო სტუმრობისას ფოტოგრაფმა
კამერასთან მიახლოებაც კი ვერ მოასწრო - მისი ადგილი დაიკავა ცნობისმოყვარე მელიამ, რომელიც უცხო ნივთით დაინტერესდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან გლედრიუ მელიას ორი წელია, ფოტოებზე აღბეჭდავს.

Zooclub

"ის იმდენად მომეჩვია, რომ ზოგჯერ ფოტოკამერის წინ იძინებს", - ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

მისი თქმით, როდესაც მელია პირველად გამოჩნდა, იგი ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. როდესაც ოჯახის წევრები ბაღში მუშაობდნენ, ის ბუჩქებში წვებოდა და მშვიდად იძინებდა, თითქოს ადამიანების გარემოში ყოფნა მოსწონდა.

Zooclub

"გამიმართლა, რადგან შესაძლებლობა მაქვს, უახლოესი მანძილიდან თვალი ვადევნო ისეთ საინტერესო ცხოველს, როგორიც მელიაა. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ხედავ, რომ  გარეული ცხოველი გენდობა", - ამბობს ფოტოგრაფი.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

მამაცი კნუტი ფოტოგრაფის თავზე აცოცდა და მოკალათდა

არწივისა და მელიას "დრამატული" შერკინება ნადავლისთვის, ვიდეოზე მოხვდა

ძუ ლომმა თავის ბოკვრებს 2500 დოლარის ღირებულების "სათამაშო" აჩუქა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?