არწივისა და მელიას "დრამატული" შერკინება ნადავლისთვის, ვიდეოზე მოხვდა
ამერიკელმა ფოტოგრაფმა, კევინ ებიმ ვიდეოზე გადაიღო მელიისა და თეთრთავა არწივის უჩვეულო შერკინება - არწივი პატარა მტაცებლისთვის მონადირებული კურდღლის წართმევას ცდილობდა. ველური ბუნების ცხოვრების ამსახველი კადრები "Fox News"-მა გამოაქვეყნა.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ მიარბენინებს მელია საკუთარ ნადავლს, თუმცა, რამდენიმე წამში არწივი თავს ესხმის და კურდღლის წართმევას ცდილობს. გარეული ცხოველი საკვებს არ თმობს და კბილებით ჩაბღაუჭებული ექვს მეტრამდე ჰაერში იწევა.  საკვებისთვის ბრძოლა დაახლოებით შვიდი წამი გრძელდება, რის შემდეგაც მელია მიწაზე ვარდება, ხოლო არწივი ნადავლით მიფრინავს.

Zooclub

ფოტოგრაფის თქმით, მელიას დაზიანებები არ მიუღია. ასევე
აღნიშნა, რომ მსგავს სანახაობას არ მოელოდა.

Zooclub

Zooclub

"თავიდან ვიფიქრე, რომ მელიას შეეშინდებოდა, კურდღელს დათმობდა და არწივი
მარტივად მოიპოვებდა ნადავლს, თუმცა, ეს ნამდვილად დრამატული ბრძოლა იყო", - ამბობს კევინი.

ასევე იხილეთ:

იაგუარისა და ნიანგის ბრძოლა: საოცარი კადრები თვითგადარჩენისა და ნადავლისთვის

ანტილოპა, რომელსაც ავაზა დაედევნა, გადასარჩენად ტურისტების მანქანაში ჩახტა

"საკვები ჯაჭვი": მამაკაცმა ფრინველი გადაიღო, რომელსაც პატარა ზვიგენი კლანჭებით მიჰყავდა, ზვიგენს კი კბილებით თევზი ეჭირა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?