როგორ გადაარჩინა ერთმა ადამიანმა ათასი ცხოველი… (+ვიდეო)
ინდოეთში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც გარეული ცხოველების გადარჩენითაა დაკავებული. თავის სახლში ადამიანებმა მოაწყვეს თავშესაფარი, სადაც სხვადასხვა ცხოველის დაობლებული შვილები იღებენ დახმარებას.

მახარაშტრის შტატის 69 წლის მცხოვრებმა პრაკაშ ამტემ ბუნების დამცველის საქმიანობაში მსოფლიო აღიარება მიიღო. გარეული ცხოველების დახმარებით ის 70-იანი წლებიდანაა დაკავებული.

ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ცოლთან ერთად ტყეში სეირნობისას, პრაკაშმა შენიშნა ერთ-ერთი ტომის მონადირეები, რომლებიც სახლში ნადავლით ბრუნდებოდნენ. ეს ტომი ტრადიციული წესით ცხოვრობდა: ნადირობა მათი საკვების ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ერთი ცხოველი - ახალშობილი მაიმუნი - ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პრაკაშმა გაიგო,
რომ სოფელში მისულები ისინი ამ პატარას მოკლავდნენ, ამიტომ ის ტომის წარმომადგენლებს მოელაპარაკა
და მაიმუნი პროდუქტებისა და ტანსაცმლის ფასად გამოისყიდა. პატარა მაიმუნი ატმესთან იზრდებოდა და ის ძაღლს დაუმეგობრდა. ეს ისე მოეწონა მთელ ოჯახს, რომ პრაკაში ისევ გაემართა Madia Gond-ის ტომთან და მათთან თავისებური ხელშეკრულება დადო: ისინი დათანხმდნენ პრაკაშისთვის მათ მიერ მოკლული ცხოველების ცოცხალი შვილები საკვებსა და ნივთებზე გაეცვალათ.

Zooclub

რამდენიმე ხნის შემდეგ ატმეს სახლთან უკვე ცხოვრობდნენ ტურები, ლეოპარდები, მაიმუნები, დათვები, ანტილოპები, გველები, ნიანგები, ფარშევანგები და სხვა ცხოველები. საერთო ჯამში - 300 სულიერი. წამოზრდილ პატარებს პრაკაში ბუნებრივ არეალში უშვებდა, ხოლო მათ ადგილს ახლები იკავებდნენ.

ამან მეზობლების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებმა ამაში დიდი პრობლემა ვერ დაინახეს. მათ ატმეს გარკვეული ადგილის შემოღობვა შესთავაზეს, რომ თავშესაფარს მოღვაწეობა გაეგრძელებინა.

დღესდღეობით ოჯახი 90-100 ცხოველზე ზრუნავს. მიზეზი Madia Gond-ის ტომის მიერ ნადირობის შემცირებაა. მოსავლის მოყვანის სწავლასთან ერთად,  Madia Gond-ის ადამიანებმა ცხოველებზე ნადირობა საგრძნობლად შეამცირეს. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ატმეს ოჯახმაც - მათი წყალობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ტომს დიდი ყურადღება მიაპყრო, თავად ცოლ-ქმარმა კი გახსნეს საავადმყოფო, სადაც ადამიანებს უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ.

Zooclub

დღეს თავშესაფარ Animal Ark-ში ცხოვრობენ ლეოპარდები, დათვები, გველები, ფრინველები, ირმები, ნიანგები, გიენები და მაიმუნები. მათ არა მხოლოდ თავშესაფრის დამაარსებლები უვლიან, არამედ მათი შვილები და შვილიშვილები. პრაკაშ ატმეს უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მინიჭებული, მის შესახებ იღებენ ფილმებს, მონაკოში მის საპატივცემულოდ მარკაც კი გამოუშვეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?