უწყების ინფორმაციით, დაავადებებისგან დაცემული ცხოველების ინსინერატორის მეშვეობით განადგურების დანერგვა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მათივე განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გეგმავს.
"ინსინერატორი - ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებულ ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
დაავადებისგან დაცემული ლეშის განადგურება უმეტეს შემთხვევაში სპეციალურ სამარხებში დამარხვით ხორციელდებოდა. ბუნებრივი
აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმილი აქვს დაცემული ცხოველის ლეშის გადასატანი სპეციალური მანქანების შეძენა, რის შემდეგაც ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება დაცემული ცხოველის ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მათი ინსინერატორის მეშვეობით უნარჩენოდ განადგურება.
"აღნიშნული მეთოდის დანერგვა, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოს დაბინძურებისა და ცოცხალი ორგანიზმების დასნებოვნების რისკს", - განმარტავენ უწყებაში.