ბატკანმა, რომელსაც 5 ფეხი აქვს, ინტერნეტი დაიპყრო
ბატკანმა, რომელსაც 5 ფეხი აქვს, ინტერნეტი დაიპყრო
ინგლისის ჩრდილოეთის, დარემის საგრაფოში ერთ-ერთ ფერმერთან დაიბადა ბატკანი, რომელსაც 5 ფეხი აქვს.

"Daily Mail"-ის ცნობით, კრავის პატრონს არ ეგონა ცხოველი თუ გადარჩებოდა, მაგრამ მას სახელად ”იმედი” დაარქვა. ახლა, როდესაც პატარა უკვე ერთი კვირის გახდა, ქალმა გადაწყვიტა, ის თავად დაიტოვოს.

მეხუთე ჩლიქი კრავს მარჯვენა გვერდიდან გამოსდის.

ვეტერინარმა, რომელმაც ბატკანი შეამოწმა, აღნიშნა, რომ მას ოპერაციაც კი არ დასჭირდება ჩლიქის მოსაცილებლად, რადგან არაფერი უშლის ხელს დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიაში დაიბადა ბოჩოლა, რომელსაც მხოლოდ ორი ფეხი აქვს. მან
სიარული ადამიანივით, ორ ფეხზე ისწავლა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?