თბილისის ზოოპარკში ხალებიანი ირმის ნუკრი დაიბადა
თბილისის ზოოპარკში ხალებიანი ირმის ნუკრი დაიბადა
თბილისის ზოოპარკში მატებაა. რამდენიმე დღის წინ აქ ხალებიანი ირმის უმშვენიერესი ნუკრი დაიბადა," - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდი იუწყება.

"აგერ, გაიცანით ჩვენი შემონახული სიურპრიზი - ხალებიანი ირმის ნუკრი. გოგოა. ძალიან მორცხვი და მშიშარა. ირმის ნაშიერები, ძირითადად, სულ სათნოები და ნაზები არიან, მაგრამ ეს განსაკუთრებით კოპწია, ფარატინა და ლამაზია. მთელი დღე დედას დაჰყვება ფეხდაფეხ. რომ იღლება, იქვე, თივაში წვება, ამოიკეცავს წვრილ ფეხუცებს და იქიდან აბრჭყვიალებს წყლიან თვალებს", - წერს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდის უკვე ყველასთვის საყვარელი ადმინი, მზია შარაშენიძე.

პატარასთვის სახელი ჯერ არ
შეურჩევიათ. შეგიძლიათ, მისი სახელის შერჩევაში თავად მიიღოთ მონაწილეობა.

gogishvili tamriko
გილოცავტ....გამიხარდა...გამრავლდიტ და გაიხარეტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?