გოგონამ შინაური გველისთვის საშობაო სვიტერები მოქსოვა (+ვიდეო)
ეს ქამრის მსგავსი პატარა სვიტერი ეკუთვნის მეგობრულ გველს, რომელიც პატრონის გარეშე რჩებოდა, თუმცა, ახალ ოჯახში მოხვედრის შემდეგ, მან არაერთი საჩუქარი მიიღო.

ცხოველის პატრონის, შონის თქმით, "მაკაროშკას" პირველი მფლობელი მასთან ერთად სტუდენტურ  საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მაგრამ ბიჭმა სწავლა დაამთავრა და სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. მისი გველის აყვანა კი არავის სურდა. 

Zooclub

ერთად ცხოვრების პერიოდში, შონი მიხვდა, რომ საუკეთესო შინაურ ცხოველს ვერ იპოვიდა, ამიტომ მან მაკაროშკას აყვანის სურვილი გამოთქვა. 

Zooclub

ქვეწარმავლის შესახებ შეიტყო შონის დამ, რომელსაც ქსოვა კარგად ეხერხება. გოგონა დიდხანს ათვალიერებდა გველს. შონი არ ელოდა, როდესაც
დამ საშობაოდ თავისი მოქსოვილი "სვიტერი" მაკაროშკას საჩუქარად მიუტანა.

გველი "სვიტერში" სიამოვნებით შეძვრა. მეტიც, მას იმდენად
მოეწონა სითბო, რომ გამოსვლა არც უცდია.

Zooclub

ტექნიკურად ეს სვიტერი არაა, თუმცა, ამ ცხოველს სავსებით აკმაყოფილებს ახალი იმიჯი, და, რაც მთავარია - სითბო და სიმყუდროვე, მსგავსად კატებისა, რომლებსაც სითბო ძალიან უყვართ.

როდესაც შონმა ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა, არაერთი მოწონება და გაზიარება მიიღო.

ასევე იხილეთ:

109 წლის მამაკაცი დაშავებული პინგვინებისთვის სვიტერებს ქსოვს

ქურთუკები და სვიტერები ქათმების გადასარჩენად

ინდურ სპილოებს თბილი სვიტერები მოუქსოვეს, რომ ყინვაში არ გაცივდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?