ინდურ სპილოებს თბილი სვიტერები მოუქსოვეს, რომ ყინვაში არ გაცივდნენ
ინდურ სპილოებს თბილი სვიტერები მოუქსოვეს, რომ ყინვაში არ გაცივდნენ
ინდოეთში ბინადარი სპილოები ფერადი სამოსით სეირნობენ მას შემდეგ, რაც სოფელში მცხოვრებმა ქალებმა მათთვის გიგანტური ზომის სვიტერები მოქსოვეს. ამის მიზეზი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისას ცხოველების სიცივისგან დაცვა გახდა.

ინდოეთის ქალაქ მატურაში არსებული ბუნებისა და კონსერვაციის ცენტრის  ("Wildlife SOS Elephant Conservation and Care Centre") მახლობლად განლაგებული სოფლის მოსახლეობა სპილოებისთვის თბილ სვიტერებს ქსოვს მას შემდეგ, რაც ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.

სპილოების გადარჩენის ორგანიზაციაში ბინადრობენ ის ცხოველები, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე დაავადებები ან წარსულში სასტიკი პატრონისგან მიიღეს სულიერი და ფიზიკური ტრავმები. 

ორგანიზაციის დამფუძნებლის კარტიკ
სატუანარიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სპილოების დაცვა, რომლებიც წარსულში სისასტიკის მსხვერპლნი იყვნენ.

"მნიშვნელოვანია, სიცივეში დავიცვათ
სპილოები, რადგან მათი ორგანიზმი დასუსტებულია და  დიდი ალბათობაა, პნევმონია და ართრიტი განუვითარდეთ", - ამბობს სატუანარიანი "Times of India"- სთან ინტერვიუში.

Zooclub

სპილოების თავშესაფარში დღეს ბინადრობს 20 სპილო, რომლებიც არაკანონიერი მფლობელებისგან იხსნეს. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ. ისინი ცირკის არენაზე გამოჰყავდათ და ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად დამცირებისა და სისასტიკის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ასევე იხილეთ:

109 წლის მამაკაცი დაშავებული პინგვინებისთვის სვიტერებს ქსოვს


ქალმა სამსახური მიატოვა, რათა ძაღლებისთვის ზამთრის ტანისამოსი მოექსოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?