ამერიკელების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ყავისფერი ძროხა გამზადებულ კაკაოს იწველება
ამერიკელების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ყავისფერი ძროხა გამზადებულ კაკაოს იწველება
რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად, სპეციალისტებმა გამოავლინეს, რომ 22.6 მილიონი ამერიკელი ფიქრობს, რომ გამზადებულ კაკაოს ყავისფერი ძროხა იწველება.

რძის პროდუქტების  ინოვაციების ცენტრის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკის მოსახლეობის 7%-ს მცდარი ინფორმაციის სჯერა. კომპანიამ 18 წლის ზევით,  1,000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. მათ აინტერესებდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის რძე და რამდენად ხშირად მიირთმევდნენ ისინი ამ პროდუქტს.

"ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რატომ გამოიტანეს ადამიანებმა მსგავსი დასკვნა", - ამბობს CNN-თან მიცემულ ინტერვიუში რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელი.

კვლევის ფარგლებში ასევე
გაირკვა, რომ გამოკითხულ ამერიკელთა ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მზადდება კაკაო.

ზოგიერთი ადამიანი კი
ფიქრობს, რომ კაკაოს არომატიზატორებით და შაქრის შემცვლელით აკეთებენ.

"კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ამერიკელთა უმეტესობა მზა პროდუქტებს ყიდულობს. ჩვენი განათლების სისტემა ბავშვებს არ ასწავლის, თუ საიდან და როგორ  ხვდება დახლზე ესა თუ ის პროდუქტი", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია  FoodCorps-ის თანადამფუძნებელი სესილი აფთონი. 

ასევე იხილეთ:

მკვლევარებმა იდეალური ძაღლის პორტრეტი შექმნეს - იხილეთ ფოტო
status quo
ეს ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია.
z.kaloria
კი მასეა. რო შედღვებავ ნუთელა გამოდის და დანარჩენს რო წამოადუღებ - სიროკი.
ლოკო
ეჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, რომელი პლანეტიდან ხართ?
izi
შავ-თეთრი ძროხა ერთ ჭიქა თეთრ შოკოლადს, მეორე ჭიქა რძიან ყავას იწველის, ზუსტად ვიცი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?