როგორ გადავარჩინოთ ირემი, რომელიც რქებით ხის ტოტებში გაიჭედა? თუ ხელთ ბენზოხერხი გაქვთ, თქვენთვის არაფერია შეუძლებელი… (+ვიდეო)
ოჰაიოს (აშშ) შტატის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აიღო იარაღი და უახლოეს ტყეში სანადიროდ გაეშურა. უეცრად, შორიდან ხეებს შორის ირემი შეამჩნია. მან ცხოველს იარაღი დაუმიზნა, თუმცა, რომ დაუკვირდა, აღმოჩნდა, რომ ირემი რქებით ხეში იყო გაჭედილი.

ამ შემთხვევის გამო ირემი ნადავლიდან უცებ გადაიქცა უმწეო მსხვერპლად და მამაკაცმა ცხოველის გათავისუფლება გადაწყვიტა.

ხე ისეთი მსხვილი იყო, რომ იგი შიშველი ხელით ვერ გადატეხავდა, ამიტომ ის სახლში დამხმარე ძალის დასაძახებლად და ბენზოხერხის წამოსაღებად დაბრუნდა. ხის მსხვილი ტოტის ზედა მხარე გადაჭრეს თუ არა, ცხოველი განთავისუფლდა და მაშინვე ტყეს შეაფარა
თავი.

Zooclub

”არაფერს!” - მიაძახეს განთავისუფლებულ ცხოველს კაცებმა.

სოციოლოგების აზრით, ცხოველი ხაფანგში მაშინ გაება, როდესაც რქების
მოცილებას ცდილობდა (რქების გამოცვლის დროს).
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?