დაღუპული შველი და ახალი სიცოცხლე (+ვოდეო)
დაღუპული შველი და ახალი სიცოცხლე (+ვოდეო)
სამწუხაროდ, ისეთ ადგილებზე, სადაც ტყეებთან ახლოს სამანქანო გზა გადის ხშირი შემთხვევაა,  როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანის მსხვერპლი ტყიდან, გზაზე გამოსული ცხოველი ხდება.

როდესაც ბილ შულტი ტყის მახლობლად მანქანით გზაზე მოდიოდა, დაინახა, წინ მიმავალმა მანქანამ როგორ იმსხვერპლა შველი და გზა განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. შულტი დაუყოვნებლივ შეჩერდა და მომაკვდავ ცხოველს მიუახლოვდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შესძლო, თუმცა ბილმა საოცარი რამ შენიშნა. შველი ფეხძიმედ იყო და შვლის ნუკრი მუცელში მოძრაობდა.

"როდესაც მივუახლოვდი და ვნახე, რომ ცხოველი უკვე დაღუპული იყო, მის მუცელში რაღაც უცნაურად მოძრაობდა."
– იხსენებს ბილ შულტი.

შულტმა გამოიყენა საკანცელარიო დანა, რათა უკვე გარდაცვლილი შველისთვის მუცელი გაეჭრა და
ნუკრი ამოეყვანა. თავიდან ფრთხილად თავი ამოუწია შვლის ნუკრს და შემდეგ ნელა ამოიყვანა მკვდარი დედის მუცლიდან. მან სასწრაფოდ წაიყვანა ახალშობილი ნუკრი ცხოველთა გადარჩენის ცენტრში, რომელიც 30 მლ-ს დაშორებით იყო იმ ადგილიდან, სადაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა.

ამ ადამიანის საქციელი, ნამდვილად შექების ღირსია, მან შვლის ნუკრი დაღუპვას გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, დედას ვერავინ შეუცვლის, თუმცა დღეს შვლის ნუკრი კეთილი ადამიანების დახმარებით სრულიად ჯანმრთელია. მას რძით კვებავენ და გარკვეული პერიოდი ცხოველთა გადარჩენის ცენტრში იცხოვრებს.

იხილეთ ვიდეო

luxo
რმერთო! მომასწარი იმ დროსროცა ჩვენ, ქართველებიც, ასეთი გულმოწყალენი და კეთილები გავხდებით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?