მანქანის დაზიანების ბრალდებით, ცხენი ადამიანებისთვის განკუთვნილ ციხის საკანში ჩასვეს (+ვიდეო)
ბრაზილიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის პოლიციამ ცხენი ციხეში ჩასვა. ცხოველი კერძო საკუთრების დაზიანებაში დაადანაშაულეს.

"ცხენით პატრონის მეგობარი სეირნობდა, როდესაც ცხოველმა ქუჩაში გაჩერებული მანქანა დააზიანა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

ავტომობილის მფლობელი შინაური ბინადრის დაპატიმრებას დაჟინებით მოითხოვდა. ქალმა იფიქრა, რომ ამგვარად ცხოველის პატრონი ზიანს მალევე აუნაზღაურებდა.

როდესაც ცხენის მფლობელმა უილიამ სანტუშმა საყვარელი ბინადრის დაპატიმრების ამბავი შეიტყო, მაშინვე პოლიციაში წავიდა, თუმცა, მას ცხოველი არ დაუბრუნეს. მეტიც, უფლებაც არ მისცეს, მისთვის საკვები და წყალი მიეტანა.

"როცა პოლიციის განყოფილებაში მივედი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცხენი საკანში გამოემწყვდიათ, თითქოს
ჩვეულებრივი დამნაშავე იყო. გარდა ამისა, მას
არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს. ცხენს პატარა სივრცეში მოძრაობაც არ შეეძლო", - ამბობს შინაური ცხოველის მფლობელი.

ცხოველმა პატიმრობაში 24 საათი გაატარა. იგი მას შემდეგ გამოუშვეს, რაც პატრონმა დაზიანებული მანქანის მფლობელს კომპენსაცია გადაუხადა.

სამართალდამცველები, რომლებმაც ცხენი დააპატიმრეს, ცხოველთან უდიერად მოპყრობის ფაქტს უარყოფენ, თუმცა, მათი საქციელით პოლიციის უფროსი დაინტერესდა.

"უდავოა, ცხენის დაპატიმრება არანორმალური საქციელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დავიწყეთ, რათა ინციდენტის შესახებ ყველა დეტალი შევიტყოთ", - ამბობს სერჟიპის შტატის პოლიციის უფროსი ჯონათან ევანგელისტა.
777
ციხეში გამოსწორებული ცხენი გინახიათ? ჩასვეს ხულიგნობაზე და იქიდან ჩამოყალიბებებული კრიმინალი გამოვა და ააწიოკებს ქალაქს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?