მოაქვთ თუ არა სარგებლობა ტარაკნებსა და ბაღლინჯოებს?
მოაქვთ თუ არა სარგებლობა ტარაკნებსა და ბაღლინჯოებს?
მხოლოდ მათ, რომლებიც ადამიანებთან ერთად არ ცხოვრობენ.

თუ მხედველობაში გვეყოლება ლოგინის ბაღლინჯოები (Cimex), მაშინ არანაირი სარგებლობა ამ პარაზიტებს არ მოაქვთ. თუმცა, ბაღლინჯოების რიგში (ნახევრად უხეშფრთიანებში) არის არც ისე ცოტა სასარგებლო სახეობა - ძირითადად ეს ის მტაცებლები არიან, რომლებიც მცენარეების მავნებლებს სპობენ.

ტარაკნებსაც, რომლებიც ადამიანების სახლებში ცხოვრობენ, არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი მალე მრავლდებიან და მათი შენახვა ძალიან ადვილია, მათ იყენებენ ცდებში, ასევე წვრილი რეპტილიებისა და მტაცებელი მწერების გამოსაკვებად.

ტარაკანის თავისუფლად მცხოვრები სახეობები ბუნებრივი გაერთიანებების ეკოლოგიურ ბალანსს
არეგულირებენ. ვარაუდობენ, რომ მაგალითად, კვებით ჯაჭვში მათი მონაწილეობის გარეშე დედამიწაზე აზოტის ციკლი დაირღვევა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?