სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტარაკნები "კარატეს" ილეთებს ფლობენ
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ტარაკნები "კარატეს" ილეთებს ფლობენ
ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკული ტარაკნების

საბრძოლო ილეთები ძალიან ჰგავს კარატეს, - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი. 

დამცავი მექანიზმების გამოსავლენად, ბიოლოგებმა ამერიკული ტარაკნები და კრაზანები ერთად მოათავსეს. ტარაკნები თვითგადარჩენის ინსტინქტს უჩვეულოდ ავლენენ. ცდის პროცესში, თავშეკავების ტაქტიკის ნაცვლად, მათ აგრესიული ბრძოლა დაიწყეს, რის ფარგლებშიც კრაზანებს უკანა კიდურების შემოტრიალებით უსწორდებოდნენ. ტარაკნის ერთი დარტყმა საცეცებიანი თათით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე "ნოკაუტში" ჩაეგდო - დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ კრაზანები მათ კვლავ თავს ესხმოდნენ.

სპეციალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სივრცეში ორიენტაციისას ტარაკანს ეხმარება ულვაში, რომელიც მუშაობს,

როგორც გადამცემი და "დარტყმის მიმართულებას" მიუთითებს. ვანდერბილტის უნივერსიტეტის მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ზრდასრული ტარაკნის დარტყმის მეთოდები 63%
წარმატებულია, რასაც ვერ ვიტყვით პატარა ინდივიდებზე.

ასევე იხილეთ:

ტარაკნების ყბა ადამიანის ყბაზე ძლიერი აღმოჩნდა

მოაქვთ თუ არა სარგებლობა ტარაკნებსა და ბაღლინჯოებს?

ადამიანის ყურები ტარაკნებისთვის იდეალურ სახლად აღიარეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?