ეს ძაღლის სიდიდის ხვლიკი ყველაზე ცნობილი რეპტილიაა ინტერნეტ სივრცეში
ეს ძაღლის სიდიდის ხვლიკი ყველაზე ცნობილი რეპტილიაა ინტერნეტ სივრცეში
თუ ძაღლებისა და კატების ფოტოების ხილვამ დაგღალათ, რაც ინტერნეტს სივრცეში მრავლადაა, ხვლიკი  მაქგუარი ინსტაგრამზე თქვენი ყველაზე აქტიური მეგობარი გახდება. გარწმუნებთ, რომ ის ბევრად საყვარელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

გაიცანით 4 წლის არგენტინული წითელი ტეგუ, სახელად მაქგუარი, კალიფორნიიდან. იგი შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ხვლიკია დედამიწაზე. მას ინსტაგრამზე 156 მეგობარი, ხოლო Youtube-ზე 44 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

Zooclub

ყოველდღე ათასობით ადამიანი თვალს ადევნებს მაქგუარის ფოტო-ვიდეო კადრებს, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ მიირთმევს საკვებს, სეირნობს და ნებივრობს პატრონის მოფერებით. მას მოფერება განსაკუთრებით მოსწონს. 

Zooclub

"მაქგუარს სრული თავისუფლება აქვს. მას
შეუძლია სახლში ნებისმიერ ადგილზე მივიდეს, მაგრამ მისი არჩევანია საწოლში ჩემს გვერდით მოკალათება და ძილი", -
ამბობს ხვლიკის პატრონი.

Zooclub

მაქგუარი თავის 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. პატრონმა მას "თევზის ნამცხვარი" მიართვა.

Zooclub

ის ყველაზე პოპულარული ხვლიკია ინტერნეტ სივრცეში.

Zooclub

მას ძალიან მოსწონს ეზოში სეირნობა და მეგობრობს სხვა შინაურ ცხოველებთან.

Zooclub

ასევე უყვარს ბავშვები. განსაკუთრებით იმ დროს, როცა მას პატარები მოფერებით ანებივრებენ.

Zooclub

მაქგუარი ბედნიერია, როცა პატრონი კოცნის.

Zooclub

უყვარს აბაზანის მიღება.

Zooclub

უყვარს ძილი 

Zooclub

და ფოტო გადაღება.

Zooclub

"ის უსაყვარლესი, თბილი და მეგობრული შინაური ბინადარია", - ამბობს მაქგუარის პატრონი.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა საკუთარი სახლის კედელზე გიგანტური ხვლიკი აღმოაჩინა

მას ღიმილი არ შორდება, როცა საყვარელი სათამაშო გვერდით აქვს

უზარმაზარი ხვლიკი, რომელსაც ძალიან უყვარს ჩახუტება და მოფერება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?