უინსტონი უზარმაზარი ხვლიკია, რომელსაც არასასიამოვნო გარეგნობა აქვს, მაგრამ მის მკერდში საოცრად თბილი გული ძგერს. მას მოსწონს პატრონ სარა ქროუსთან ჩახუტება, წვება მის მუხლებზე ან კოცნის მისაღებად გოგონას მხარზე ძვრება.
მიჩიგანში (აშშ) მცხოვრებმა სარამ უინსტონი გადაარჩინა იმ ზოოპარკისგან, რომელშიც ცხოველი პირველმა პატრონმა ჩააბარა, თუმცა, ზოოპარკის დახურვლის გამო, ხვლიკმა იქ მხოლოდ 2 წელი გაატარა.
გადარჩენილი გიგანტური არსება არც ერთი წუთი თავს არ
არგენტინულ ტეგუს რთული წარსული ჰქონდა, თუმცა, დღეს ის მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უინსტონი 7 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 1 მეტრი და 20 სანტიმეტრია, ხვლიკის ქცევები პატარა ლეკვს მოგაგონებთ.
იხილეთ ვიდეო, როგორ ეფერება ხვლიკი თავის პატრონს.
ასევე იხილეთ:
ხვლიკმა თავისთვის ვარდების ლოგინი მოიწყო!
მამაკაცმა საკუთარი სახლის კედელზე გიგანტური ხვლიკი აღმოაჩინა
მას ღიმილი არ შორდება, როცა საყვარელი სათამაშო გვერდით აქვს