თრითინამ გადაწყვიტა, საკუთარი შვილი ადამიანისთვის ეჩვენებინა... საოცარი სანახავია, თუ როგორ მიჰყავს მას მამაკაცი საკუთარ ნაშიერთან
საოცარი ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ აჩვენებს თრითინა მამაკაცს საკუთარ ნაშიერს. გაგიკვირდებათ და ცხოველი ადამიანს  პატარა თრითინების ნახვას დაჟინებით სთხოვს. მას  ხელზე კბილების მოჭერით მიჰყავს მამაკაცი და მიუთითებს, ახალშობილი ხელში აიყვანოს.

ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსივით გავრცელდა. ადამიანების უმეტესობა გაოცებულია მისი საქციელით. კომენტარებში ზოგიერთმა დაწერა, რომ ამ კადრების შემხედვარე ცრემლიც კი მოერია.

თრითინას ნაშიერი 5-6 სმ-მდე იბადება, მისი სხეული დაფარულია ფაქიზი ღინღლით. პატარები უსინათლო, ყრუ და კბილების გარეშე იბადებიან. მათ მხედველობა დაბადებიდან მეხუთე კვირას უვითარდებათ.

იხილეთ საოცარი ვიდეო, თუ როგორ ამაყობს
თრითინა ადამიანთან თავისი პატარებით.

ასევე იხილეთ:

18 ცხოველი, რომლებიც დედობრივ გრძნობას გამოხატავენ

დედა პანდას პირველი
შეხვედრა საკუთარ შვილთან


როგორ გამოხატავს მელია სითბოს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ის გადაარჩინა


ჩარლზ დარვილი
ეს ცხოველი თრითინა არ არის -ქრცვინია. რაც შეეხება თრითინას ზუსტადაც რომ მღრღნელია და (რუსულად "ლესნაია სონია") მისი ქართული მეცნიერული სახელი არის -ძილგუდა. ეს არც დედოფალაა-დედოფალა ევროპაში ყველაზე პატარა მტაცებელია და მას რუსულად -ლასკა ქვია.
მსქროლავი ტროლი
ცხოველები ადამიანებისაგან განსხვავებით არასოდეს ამაყობენ საკუთარი ნაშიერებით - უბრალოდ, დახმარებას ითხოვს.... რაც შეეხება თქვენს ე.წ. დაცვის კოდის ინგლისურ ვერსიას, ეს ქართული ენის შეურაცხყოფაა და ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ბიბი
თრითინა მღრღნელი არ არის, მტაცებელია. რაც შეეხება გაგას კომენტარს, ეს ნამდვილი მოწოდებაა ძალადობისკენ და ადმინ, რატომ არ წაშალე?
ქეთევანი
სრულიად ვეთანხმები. მიუხედავად სილამაზისა (ჩვენთან დედოფალასაც ეძახიან) ნამდვილად ვერაგი ცხოველი ბრძანდება.
გაგა
თრითინა ყველაზე სადისტი ცხოველია. ნადირობს სიამოვნების გულისთვის და არა შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად. მინახავს შემთხვევები, როცა ერთ თრითინას 50–ზე მეტი ქათმისთვის გამოუჭრია ყელი. შეჭმით კი არც ერთი არ შეუჭამია. ამიტომ მათი გამრავლება დიდი იდიოტობაა. პირიქით სადაც კი ნახავთ ეგრევე უნდა გაანადგუროთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?