უზარმაზარი ალიგატორი ალაბამაში კაიაკს გამოეკიდა (+ვიდეო)
უზარმაზარი ალიგატორი ალაბამაში კაიაკს გამოეკიდა (+ვიდეო)
მექსიკის ყურეში დიდი ზომის ალიგატორი კაიაკს გაეკიდა. ამერიკელმა შენონ კოლინზმა ვიდეოჩანაწერი ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ინციდენტი ამერიკის ქალაქ სპანიშ-ფორტში მოხდა (ალაბამის შტატი). გადაღებულ კადრებში კაიაკის ნიჩბოსანი ნაპირისკენ ჩქარობს და შიგადაშიგ უყურებს უკან მცურავ ალიგატორს, რომელიც მას აშკარად მისდევს.

კომენტარებში ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ იქ, სადაც კაიაკი გაჩერდა, ბალახებში რეპტილია იმალებოდა. როდესაც ნიჩბოსანმა მისკენ წასული მტაცებელი შეამჩნია, მაშინვე ნაპირს მიაშურა. ცხოველი ვერ დაეწია.

”ალიგატორი მას იქამდე გაეკიდა, სანამ მენიჩბემ ნაპირს მიაღწია”, - დაწერა კოლინზმა.

მისი აზრით, მამაკაცი ცხოველის შვილებთან ზედმეტად ახლოს მივიდა.

იხილეთ
ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?