პითონის პატრონის საშინელი მხილება… ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებდა ეს ქალბატონი..
პითონის პატრონის საშინელი მხილება… ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებდა ეს ქალბატონი..
ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლოხაში მცხოვრები ქალბატონის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იგი თავის პითონს ცოცხალ ლეკვებსა და კნუტებს აჭმევდა. ამის შესახებ "Business Times"-ი იტყობინება.

ქალბატონმა ინტერნეტში სამეფო პითონის გაყიდვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ეს განცხადება წაიკითხა ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა, რომლის ყურადღებაც მიიქცია ფოტომ, რომელზეც გველი ლეკვს ახრჩობდა.

მან განცხადებაში მითითებულ ნომერზე დარეკა და ქალბატონს თავი პოტენციურ მყიდველად მოაჩვენა. პითონის პატრონმა მას მოუყვა, რომ რეგულარულად აჭმევს თავის ბინადარს ცოცხალ კნუტებს, ლეკვებსა და ფრინველებს.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ამის შესახებ ესპანეთის ცხოველთა დაცვის განყოფილების გვარდიელებს შეარტყობინეს. პითონის
პატრონის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქალბატონს ცხოველებისადმი სასტიკ ქმედებაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა უსაფუძვლო
მკვლელობაზე ან შინაური ცხოველის დასახიჩრება 3 თვიდან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამეფო პითონი არ არის შხამიანი. მისი სიგრძე 1.2-დან 1.5 მეტრს აღწევს. ის მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებება.
=====
აბა, რა ეჭმია სტაფილო და კომბოსტო?!ოპელის პოზიცია ვერ გავიგე! რა მნიშვნელობა აქვს, პითონი თვითონ მოინადირებს მცირე ზომის ძუძუმწოვრებს და ფრინველებს თუ ადამიანი მიაწვდის?! ან მოკვდინებული ცხოველის ხორცით კვების დაშვება რას ნიშნავს,ცხოველი ვინ უნდა მოაკვდინოს,რომ საკვებად დასაშვები გახდეს?!
ოპელი
როცა მოგყავს რაიმე ბინადარი თავიდანვე უნდა დაფიქრდე რას ჭამს!ცხოველის სხვა ცოცხალი ცხოველით კვება არ არის მთლად ნორმალური და ითვლება ცხოველებისადმი სისასტიკედ! - მითუმეტეს, როდესაც ეს არ ხდება ე.წ. ხდება საკვებად დასაშვები, ანუ უკვე მოკვდინებული ცხოველების ხორცით! მე შეიძლება ძალიან მინდა სახლში მოვიყვანო პუმა, მაგრამ ის გაიზრდება და მერე შეიძლება მე, ან ჩემი შვილები შეჭამოს! - მაშ მე არ მოვიყვან ამის გამო პუმას სახლში ხომ? - ამ ქალსაც არ უნდა გაეწირა ის ცხოველები საკუთარის ”გასწორებისთვის”! ბარე მეც მინდა ერთი პითონი სახლში, მაგრამ თბილისის ტერატიუმში რომ ვიყავი ულამაზესი ჩიტი იჯდა გველთან, თურმე საკვებად შეუსვიათ! - მას მერე არც მქონია სურვილი გველი მყოლოდა! - რადგან მის კვებას სხვა ცხოველებს ვერ შევწირავ! - გეიგე ეხლა?!
ოპელი ვერ გევიგე!
ციტატა სტატიიდან: "სამეფო პითონი მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებება." არ მამკლა ამათმა ფსევდოჰუმანიზმმა? რას ერჩიან ამ ქალს? ბუნებრივ კვებაზე ჰყოლია!აბა მარხვზე ვერ ამყოფებდა და ვერც ზიარება-აღსარებაზე ატარებდა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?