პატრონმა ძაღლი სიკვდილის პირამდე მიიყვანა.. ამ სისასტიკის მიზეზი გამაოგნებელია...
პატრონმა ძაღლი სიკვდილის პირამდე მიიყვანა.. ამ სისასტიკის მიზეზი გამაოგნებელია...
როგორ შეეძლოთ ადამიანებს დაეშვათ ძაღლის ასეთი წამება?! საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანებიც.

ეს საყვარელი ძაღლი სახელად, ვალენტინა ძალიან დიდხანს ჰყავდათ დაბმული.

Zooclub

მის პატრონებს აზრადაც არ მოსვლიათ, რამე შეეცვალათ: ვალენტინას წლების განმავლობაში ერთი და იგივე საყელური ეკეთა, იმის მიუხედავად, რომ ძაღლი იზრდებოდა.

Zooclub

საყელური, დროთა განმავლობაში, სულ უფრო ეჭირებოდა ყელზე, უჭრიდა კანს, რისგანაც ძაღლი საშინლად იტანჯებოდა.

Zooclub

ვალენტინას ყელზე, იარის გარშემო საერთოდ არ ჰქონდა ბეწვი. სულ ბოლო მომენტში პატრონებმა მისი გადარჩენა გადაწყვიტეს.

Zooclub

მათ საბრალო ცხოველი ძაღლების გადარჩენის ცენტრში ჩააბარეს. ძაღლი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.

Zooclub

ნატანჯ
ცხოველს ცენტრში ძალიან კარგად მოუარეს. იგი საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.

Zooclub

ვალენტინა ნელ-ნელა გამოკეთდა. მას ღია ჭრილობაზე
საყელური აღარ ეკეთა. გარდა ამისა, მასზე ძალიან ზრუნავდნენ, რამაც შესანიშნავად იმოქმედა ძაღლზე.

Zooclub

მისი მხსნელები, ისევე როგორც სხვა ძაღლებს, ვალენტინასაც დაეხმარნენ სხეულზე ჭრილობების მოშუშებაში, ასევე უმკურნალეს მის სულიერ იარებს.

Zooclub

საბოლოოდ, ვალენტინამ ახალი, სიყვარულით სავსე სახლი იპოვა. იგი ამ სახლში მეორე სიცოცხლის დაწყებას შეძლებს და ყველა ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებს.

საბედნიეროდ, ცხოველების მიმართ ცუდად განწყობილი სასტიკი ადამიანების გარდა, არსებობენ ცხოველთა დამცველებიც, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან ამ საქმეში.

_ _ _


ჩვენი საიტის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ამბავი (ასევე, გაარკვიოთ ამაში თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები!). თქვენი ბინადრების მიმართ ყოველთვის ყურადღებით იყავით. ასევე, უსახლკარო ცხოველების მიმართ, რადგან ბავშვები ხანდახან ქუჩის ლეკვებს საყელურს უკეთებენ, ლეკვები კი შემდეგ უგზოუკლოდ იკარგებიან, იზრდებიან. შესაბამისად, საყელური ნელ-ნელა ყელში ჩაეჭირებათ და, თუ შემთხვევით ვინმე ღვთისნიერმა არ გადაარჩინა, აუცილებლად დიდი ტანჯვით დაიღუპებიან.
ეცადეთ, არ გადააქციოთ გართობა ტრაგედიად. დაუდევრობა და გულგრილობა კი ტრაგედიის მიზეზად! ყურადღებით იყავით თითოეული ცხოველისადმი, რადგან ისინი თქვენზე არიან დამოკიდებულნი. მათ უბრალოდ, უყვარხართ და გენდობიან!
ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს და დავიცვათ მათი სიცოცხლე!


nat
ამის ჩამდენ პატრონს იგივე უნდა გაუკეთო ოღონდ სამუდამოდ დატოვე ეგრე :(
natanji zagli
ძაღლი კი არა ადამიანის უფლებებია დარღველი ჩვენთან
ნატო
მახსოვს,ერთი წლის წინ,(ზამთარი იყო),სკოლის ეზოში როგორ ფორთხვით შემოვიდა ქუჩის ძაღლი.მანქანას დაერტყა და უკანა მხარეს ძლივს მოათრევდა.შემძრა ამ ყველაფერმა.მძღოლის დაუდევრობამ,რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა ეს არსება და მიატოვა. მაშინვე მივიღე ზომები.საშინელი ყინვები იდგა.დასისხლიანებული ცხოველი პირველ რიგში თბილ ადგილას დავაბინავე.წყალს ხშირ–ხშირად ვუდგამდი და ცხელ საკვებს ვაწვდიდი. დამტვრეულ ფეხებზე(საშინელი სუნი ასდიოდა და ჩემს გარდა ვერავინ ბედავდა მიახლოებას) ღამით თბილ ქსოვილს ვაფარებდი(სკოლის დარაჯს ვუბარებდი).მოკლედ ჩემი ,,შვილობილი'' ძაღლი სიკვდილს გამოვტაცე. ის გადარჩა,მაშინ როცა არავის სჯეროდა მისი გადარჩენის.და წავიდა... წავიდა მაშინ როცა შეეძლო დამოუკიდებლად თავის რჩენა.გავიდა რამდენიმე თვე და მე დავინახე ის ცოცხალი. როგორ გადაადგილდებოდა წინა თათებით,უკანა მხარე ატაცებული ქონდა,მაგრამ რაც მთავარია ის ცოცხალი იყო,გადარჩა.გაზრდილა,გაფუმფულებულა. საოცარი სიამაყე დამეუფლა.მე შევძელი და დავეხმარე უმწეო არსებას,რომელიც შველას ითხოვდა. მანქანის მძღოლებს მინდა ვთხოვო,თუ უნებლიედ ასეთი რამ შეემთხვევათ,ნუ იქნებიან გულგრილნი.ძაღლები ცოცხალი არსებები არიან და ისევე განიცდიან ტკივილს,როგორც ჩვენ ,ადამიანები.
ika
ძალაინ, ძალიან მიყვარს ძაღლიც, კატაც და საერთოდ ცხოველები, ჩემს მეზობლებს კი რაღაც არაძველბიჩუეად მიაჩნიათ ძაღლის ყოლა სახლში. მე მყავს პატარა ტაქსა ძაღლი ლედი.ძალაინ მიყვარს სულ ვკოცნი და მასაც ძალიან ვიყვარვართ. ჩემი შვილი ახლა დიდია და სახლში სულ ეფერება ძაღლს, კოცნის ეთამაშება მაგრამ ეზოში რომ ჩამყავს უყვირისხოლმე რომ არ მიეკაროს იმიტომ რომ ბიჩების თვალში ცუდი დარჩება დასასცილოდ აიგდებენ, არაერთხელ უთქვიათ ძაღლის და კატის სიძულვილზე. შემდეგ ეს ყაველა მეზობელ, ე.წ. "ძველბიჭების ახირება ადვილად დაძლია და იქამდე მიიყვანა ჩემი დახმარებით თითქმის ყველას ყავს ძაღლი და ახლა ტრაბახობენ ჩემი ძაღლი ისეთი კარგია და ჩემი უკეთესიაო. მადლობა ღმერთს რომ ძაღლი ეზოს ბიჭებმა შეიყვარა. მაგრამ მე ადამიანებზე უფრო მეტად ვნერვიულობ. ადამაინების გარკვეული ოდენობა ძაღლზე მეტად იტანჯება, მოდი ადამიანებზე ვიზრუნოთ, რომ გაძლიერებული აგრესია ჩაცხრეს და ძაღლსაც და კატასაც კეთილად მოეპყრონ ადამიაები. ადამიანების უმრავლესობა სოციალური სიდუხჭირის გამო აგრესიულები გახდა. ეს არაა სადაო. სოციალიზმის დროს აგრესიულობა კი არა სითბო და სიყვარული ჟღერდა და განსაკუთრებით მიყვარდა თბილისში ჩასვლა, იქ სულ სხვა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, იმიტომ რომ მაში არ ეშინოდა არავის სტუმრის მიღება, იმიტომ რომ არ უჭირდა ეკონომიურად. საწმელი და სასმელი ყველას ქონდა.ახლა ისეა გაციებული თბილისი, რომ ჩასვლა არ მინდა. რეგიონები ხომ დაცლილია. საქართველოში ამჟამად ცხოვრობს ორმილიონნახევარი ადამიანი, ამათი უმრავლესობა ანუ მილიონზე მეტი თბილისში ცხოვრობს და იქ შოულობს ლუკმა პურს, დარჩენილები კი რეგიონებში ან მოხუცებია ან არასრულწლოვნები, რომელთა მშობლები გადახვეწილია უცხოეთში და მიტოვებულად იზრდება ბავშვებში, ისინი მეტად აგრესიულები არიან და ამიტომაა ცხოველებზე ამჟღავნებებნ აგრესიულობას. არავინ ყავთ დამრიგებელი, არც დედა და არც მამა. ამ ზომამადე ამ უნიათო და სკამზე მონადირე ე.წ. პოლიტიკოსებმა მიიყვანეს ხალხის ყოფა. ძალიან კარგად ვცხოვრობდით კომუნისტების დროს და უკეთესის თავი თუ არ ქონდათ რას ანგრევდნენ აწყობილ ცხოვრებას და გვანადგურებენ. რაც გვქონდა კომუნისტების დროინდელი მარაგი, სახლი თუ კარი ისიც წაგვართვეს ერთმუჭა "პოლიტიკოსებმა" და ხალხის უმრავლესობა ჩააგდეს უკიდურეს გაჭირვებაში.ასეა ჩემო კარგო ხალხო, გვეშველება რამე? მე იმედი გადაწურული მაქვს.
vaso
ეგრე 1972 წლიდან 2003 ქვეყანას წლამდე ედუარდ-გიორგი ჰგუდავდა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?