ამერიკული მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ადამიანის ნაშთებს შეიცავდა (+ვიდეო)
ამერიკული მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ადამიანის ნაშთებს შეიცავდა (+ვიდეო)
ამერიკული მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატის რესტავრირების დროს ცნობილი გახდა, რომ დიორამა ნამდვილი ადამიანის თავის ქალისგან იყო შექმნილი.

მეცხრამეტე საუკუნეში კომპანია "Maison Verreaux"-ის წარმომადგენელმა ფრანგმა სპეციალისტებმა შექმნეს დიორამა, სადაც გამოსახული იყო ლომების თავდასხმა არაბ მაცნეზე. იგი პირველად აჩვენეს 1867 წელს პარიზის გამოფენაზე, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მან ოქროს მედალი მიიღო, შემდეგ სხვადასხვა გამოფენაზე იმოგზაურა, 1899 წელს კი კარნეგის მუზეუმმა (პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი) შეიძინა.

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ეს “ორიენტალიზმის” ერთ-ერთი ადრინდელი სტილის სამგანზომილებიანი ნიმუშია.

კომპოზიციის შექმნაში ლომების ნამდვილი ბრჭყალები რომ იყო გამოყენებული
თავიდანვე იცოდნენ, თუმცა, ადამიანის ფიგურის ნაწილის მდგომარეობის შესახებ ნამდვილი ინფორმაცია არ ქონდათ.

Zooclub

რიგი მონაცემებით, იმ ადამიანის
კბილები, რომელსაც მტაცებლები ესხმიან თავს, ასევე ნამდვილი იყო, თუმცა, სპეციალისტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სხვა ადამიანურ შემადგენლობას დიორამა არ შეიცავდა.

2016 წელს, რესტავრაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა ხელოვნების ნიმუში დეტალურად გამოეკვლიათ. შედეგად, დამტკიცდა გამბედავი მოსაზრება: ლომის ბრჭყალების გარდა, ნამდვილი აღმოჩნდა აქლემის ნეკნები და ცხოველების რამდენიმე ძვალი. ხოლო ადამიანის ფიგურას ნამდვილი თავის ქალა ასრულებდა. შესაძლოა, ამით აიხსნას ეს წარმოუდგენლად რეალისტური სკუპლტურა და ის ეფექტი, რასაც მაყურებელზე ახდენდა.

Zooclub

2017 წლის 28 იანვარს, დიორამა რესტავრაციის შემდეგ თავის ადგილას დაბრუნდა. მუზეუმის თანამშრომლები კი დაინტერესდნენ იმ ფაქტით, თუ რა ბედი ეწეოდა თავის ქალას. მიღებული წესებით, ექსპონატებს შორის ადამიანის ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი უნდა გაგზავნონ ”სამშობლოში”, სადაც მათ დაკრძალავენ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

იმისათვის, რომ ძვირად გაეყიდათ თავისი ნამუშევარი, "Maison Verreaux"-ის სპეციალისტები ყოველ სკულპტურას ლეგენდებით მოსავდნენ. ხმაც კი დადიოდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა 16 ადამიანი მოკლა, რათა მათი ნაშთები ასლებში გამოეყენებინა. ეს დამტკიცებული არაა, მაგრამ სწორედ ასეთი ისტორიები ზრდიან ინტერესს და იზიდავენ სპონსორს კომპანიის პროდუქციისთვის.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?