გადახედეთ ამ ადამიანებს, ისინი არ იშურებენ არც თანხებს და არც ენერგიას, აქტიურად არიან ჩართულები ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ფონდებსა თუ ორგანიზაციებში. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ცხოველთა კეთილდღეობისათვის მთელს მსოფლიოში.
ელენ დეჯენერესი Ellen DeGeneres
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/ellen degeneres with1 dog.jpg)
არ არის გასაკვირი, რომ ბევრ თოქ-შოუში, პერიოდულად რამდენიმე წუთი ეთმობა ცხოველებს, მაგრამ ელენი, მის გასართობ შოუში განსაკუთებით აქტიურობს მოწოდებებით ცხოველთა დაცვისა და მათზე ზრუნვის შესახებ. ის იმ ცხოველების წარმატებულ პიარს აკეთებს ჰოლივუდში, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ დაცვა და შეფარება. ელენი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ძაღლებსა და კატებზე, არამედ აქტიურად
იან სომერჰელდერი Ian Somerhalder
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/ian somerhalder with dog111.jpg)
"ვამპირის დღიურების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იან სომერჰალდერი, ასევე დიდი გულშემატკივარია ცხოველების. მან დააარსა თავისივე სახელობის ფონდი, რომელიც გარემოსა და ცხოველთა დაცვაზე არის
ორიენტირებული. მასხიობი, ასევე ცდილობს საზოგადოება განაწყოს ცხოველებისადმი და გარემოს მიმართ კეთილგანწყობით. მისი ფონდის - "The foundation’s animal activism"-ის დაქვემდებარების ქვეშს შეიქმნა თავშესაფარი სახელად "არ მოკლა" (no kill).
ალისია სილვერსტოუნი Alicia Silverstone
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/alicia silverstone with dog.jpg)
კიდევ ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც გამოირჩევა ცხოველებისადმი სიყვარულით - არის ალისია სილვერსტოუნი. ის ასევე ცნობილი ვეგანია, რომელმაც დააფუძნა მოძრაობა "კეთილი ცხოვრება" ("The Kind Life") . მანვე დაწერა წიგნი, სადაც აღწერილი აქვს მისი ვეგანური ცხოვრება.
მეთიუ მაკქონაჰი Matthew McConaughey
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/matthew mcconaughey with1 dog.jpg)
ცხოველთა დიდი დამცველი მეტიუ მაკქონაჰი, რომლიც გმირად არა მხოლოდ ფილმებიდან გვევლინება, არამედ ის აქტიურად "იბრძვის" ცხოველების კეთილდღეობისათვის. ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ, მასხიობი გადაფრინდა ლუიზიანაში და მონაწილეობა მიიღო ცხოველების გადარჩენაში. მისი დახმარებით 70-მდე ცხოველი გადაარჩინეს ქარიშხლის შემდეგ. მეტიც, მეთიუს პირადი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა ვეტერინარული კლინიკა, რომელშიც ცხოველებს მკურნალობდნენ, მათ შორის მღრღნელებსაც.
ის უჭერს მხარს ორგანიზაციას - "გავიზარდოთ ცხოველებთან ერთად" (Growing up with Pets), რომლის მოვალეობაშიც შედის, მშობლებს ასწავლონ, როგორ გაზარდონ ბავშვი ცხოველებთან ერთად.
ლეონარდო დიკაპრიო Leonardo DiCaprio
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/dicaprio vs spiloebi.jpg)
ყველა მისი თაყვანისმცემლისათვის ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიო ცხოველების დიდი გულშემატკივარია. მან გადაშენების პირას მყოფი გარეული სპილოების გადასარჩენად უზარმაზარი შემოწირულობა გადარიცხა, რისთვისაც International Fund for Animal Welfare- მა ცხოველთა თანადგომისთვის "დიდი ელჩი" უწოდა.
უნდა აღინიშოს, რომ გარეული სპილოების რიცხვმა გასულ საუკუნესთან შედარებით 50%-ით იკლო.
მირანდა ქერი Miranda Kerr
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/miranda kerr with dog2 2.jpg)
Victoria’s secret-ის მოდელმა მირანდა ქერიმ 100,000 დოლარი ტაილანდის სპილოების საავადმყოფოში გადარიცხა, ვიქტორია ასევე ცნობილია, როგორც კოალების დიდი გულშემატკივარი და დამცველი.
ბეტი უაითი Betty White
![ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები Zooclub](/images/stories/saintereso/betty white with dog1 2.jpg)
ყველაზე ასაკოვანი მსახიობი 92 წლის ბეტი უაიტი ჰოლივუდში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი აქტიური ცხოველთა დამცველი. ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ "ყველა ჩვენთაგანის ვალია, დავიცვათ ცხოველები".