დედა მელია მოთმინებით ელოდება, როდის გადაარჩენენ ადამიანები მის ნაშიერს (+ვიდეო)
დედა მელია მოთმინებით ელოდება, როდის გადაარჩენენ ადამიანები მის ნაშიერს (+ვიდეო)
ადამიანებმა ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას მიმართეს თხოვნით, რომ პატარა მელიას დახმარებოდნენ, რომელიც საკანალიზაციო მილში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა.

ინციდენტი ლონდონის გარეუბანში მოხდა.

როდესაც სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ სიახლოვეს დედა მელია იდგა და ელოდებოდა, როდის გადაარჩენდნენ მის ლეკვს.

Zooclub

"თითქოს გრძნობდა, რომ ჩვენ მის დასახმარებლად მივედით. ეტყობოდა, ნერვიულობდა, მაგრამ მოთმინებით ელოდა, როდის გავათავისუფლებდით მის შვილს."- ამბობს მაშველი.

Zooclub

რამდენიმე წუთიანი მცდელობის შემდეგ, პატარა არსება სამშვიდობოს ამოიყვანეს. ის შეშინებული და სველი იყო.

Zooclub
ნაშიერს (+ვიდეო)" />

მას შემდეგ, რაც ლეკვს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ის დაუბრუნეს დედას, რომელიც საკუთარ ნაშიერს დიდი სიხარულით მიეგება.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?