ლომი ლამბერტი და მისი საყვარელი "პლედი"
ლომი ლამბერტი და მისი საყვარელი "პლედი"
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცხოველთა დამცველებმა ლომის ბოკვერი იხსნეს ერთ-ერთი ოჯახისგან. მას ახალ გარემოში ძილი ეშინოდა. "კნუტი" რამდენიმე წლის შემდეგ გადაიქცა უზარმაზარ მტაცებლად, თუმცა, ძველი ჩვევები კვლავ ახასიათებს.

ორი წლის წინ ტეხასელმა ოჯახმა, 3 წლის შვილის ახირების გამო, ოჯახში მიიყვანა ახალშობილი ლომის ბოკვერი. ბავშვს სურდა სახლში ჰყოლოდა "სიმბა", ისეთი როგორიც დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმშია. მას ლამბერტი დაარქვეს, თუმცა, ბავშვის მშობლები მიხვდნენ, რომ ცხოველი ლამბერტი ის სიმბა არ იყო, რომელზეც მათი ვაჟი ოცნებობდა, ამიტომ ბოკვერი ცხოველთა დამცველებს გადასცეს.

ასე აღმოჩნდა პატარა
ლამბერტი ტეხასის გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში. პირველივე დღიდან მის მომვლელებს შეექმნათ პრობლემა - აღმოჩნდა, რომ
ბოკვერს დაძინება არ შეეძლო და რაღაც გაურკვეველს ითხოვდა.

Zooclub

როგორც ცნობილი გახდა, ოჯახში მას ბავშვის ბაბუასთან ერთად ეძინა. საბედნიეროდ, ლამბერტის მომვლელებმა გამოსავალი მოძებენს - პატარა ბოკვერი გაახვიეს თბილ პლედში. ამ ქმედებამ გაამართლა და ლამბერტს გემრიელად დაეძინა.

Zooclub

გავიდა დრო და უსუსური ბოკვერი 2 წლის ულამაზესი ლომი გახდა, თუმცა, ის დღემდე ვერ იძინებს, თუ პლედში არ შეიფუთა და თავი კარგად არ ჩარგო.

Zooclub

"ლომის მომვლელები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ლამბერტს ჰქონდეს სუფთა საწოლი და ფუმფულა პლედი,"- წერს "Daily Мail"-ი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

ობოლი პონი, რომელიც სათამაშო დათუნიასთან ერთად იძინებს

უზარმაზარი კატის ორმაგი ცხოვრება
tata
რა საყვარელი ლომუკაა,ჩემი საყვარელი ცხოველია გარეული ცხოველებიდან.
manana-sh
გენაცვალე შენ, როგორ მინდა ჩაგეხუტო და ძალიან მაგრად მოგეფერო ჩემო ფუმფულავ!
ra magariaa )))))))
ეს რომ ჯუნგკებში მომკვარიყო ცოდო არ იქნებიდაა.ბავსვი მისი პარველი ანგლოზი ყოპილა ტანაც ასე კომპორტულად დზილს ხომ ვერ ეღირსებოდა. რა საყვარელია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?