ბრიტანეთში ცხენისთვის ტვიდის კოსტუმი შექმნეს
ბრიტანეთში ცხენისთვის ტვიდის კოსტუმი შექმნეს
ბრიტანული საგრაფოს, ფლოსტერშირის დიზაინერმა ცხენისთვის მსოფლიოში პირველი ტვიდის კოსტუმი შექმნა. "ამისთვის ემი სენდჰემ-კინგმს ათჯერ მეტი მატერია დასჭირდა, ვიდრე ადამიანისთვის იგივე ტანსაცმელის შესაქმნელად," - წერს The Daily Mail-ი.

პირველი კოსტუმი, რომელიც 3 ნაწილისგან შედგებოდა, მიიზომა ცხენმა, სახელად მორსტიდი. მან ტანსაცმელი პირველად 15 მარტს, ჩელტენჰემის სახელობის ყოველწლიურ დოღზე წარმოადგინა.

დიზაინერმა 4 კვირა იმუშავა.

“ცხენისთვის პირველი ტვიდის კოსტუმის შექმნა ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო მთელი ჩემი კარიერის მანძილზე. გამოვიყენე 18 მეტრის სიგრძის Harris Tweed-ის მატერია," - ყვება სენდჰემ-კინგი.

Harris Tweed-ის მატერია შოტლანდიის კუნძულ გარისის, ნორტ-უისტის,
ბარასა და ლიუსის მცხოვრებლების ხელით იწარმოება და ექსპორტირება 40 ქვეყანაში ხდება.

2015 წლის დეკემბერში ჟურნალის
Maxim-ის რედაქტორი ჯარედ კელირი Twitter-ში ძაღლების მიერ შარვლის ტარების შესახებ დისკუსიის ინიციატორი იყო. თემა იყო ასეთი: ძაღლები რომ შარვალს ატარებდნენ. მას ახლდა ნახატი, სადაც ორი ძაღლი იყო გამოსახული, ერთს შარვალი მხოლოდ უკანა თათებზე ეცვა, მეორეს კი ოთხივეზე.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?