კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
"ადამიანებთან ურთიერთობას კატებისთვის სიხარული მოაქვს, თუმცა, არც ისეთი ძლიერი, როგორიც ძაღლებისთვის",- ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე BBC-ს მიერ დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის ფარგლებში მუშაობენ.

ძაღლები კატებთან შედარებით აქტიურად გამოხატავენ თავის სიყვარულს პატრონებისადმი და ბევრად ძლიერ არიან მათზე დამოკიდებულნი. თუმცა, კატები ასევე არ არიან გულგრილნი ადამიანების მიმართ. BBC-ს ახალ ფილმში “კატები ძაღლების წინააღმდეგ” ექსპერტებმა კრის პეკჰამმა და ლიზ ბონნინიმ ვეტერინარებთან და ნეირობიოლოგებთან ერთად, პატრონთან ათწუთიან თმაშამდე და თამაშის შემდეგ 20 შინაური ცხოველის ნერწყვის ანალიზი აიღეს. მათ ოქსიტოცინის (“სიყვარულის ჰორმონის”) დონე აინტერესებდათ.

კვლევის ავტორის, ექიმ პოლ ზაკის თქმით, ამ ჰორმონის დონის მიხედვით შეიძლება გარკვევა განიცდის თუ არა
ცხოველი თბილ გრძნობას გარშემო მყოფების მიმართ. ამაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს თავის მეუღლეს ან შვილს, ოქსიტოცინის დონე მის სისხლში 40-60%-ით იმატებს.

“ადრე ატარებდნენ ცდებს, რაც აჩვენებდა, რომ ადამიანისა და ძაღლის თამაშის დროს ძაღლი აქტიურად გამოიმუშავებს სიყვარულის ჰორმონს. აი, კატებთან დაკავშირებით ეს ექსპერიმენტი არასოდეს ჩატარებულა”, - აღნიშნა პოლ ზაკმა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ადამიანებთან ურთიერთობას ძაღლებისთვის ექვსჯერ მეტი სიხარული მოაქვთ, ვიდრე კატებისთვის. ძაღლებში ოქსიტოცინის დონე 60%-ით იზრდება, კატებში კი მხოლოდ - 12%-ით.

“პირველ რიგში, ჩვენ გაოცებულები ვართ თუ რამდენად დიდი სიხარული მოაქვს ძაღლებისთვის ადამიანთან ერთად თამაშს. თუმცა ისიც გვაკვირვებს, რომ კატებს ამაზე რაღაც დადებითი ემოცია მაინც აქვთ”, - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება ექსპერიმენტის ავტორმა.

მეცნიერების აზრით, ასეთი შედეგი შეიძლება იმით აიხსნას, რომ კატები ბევრად კარგი მონადირეები არიან, ვიდრე ძაღლები და კვების მხრივ, ადამიანებზე არ არიან ისევე დამოკიდებულნი, როგორც - ძაღლები.

ამასთან, ისინი ძაღლებზე გვიან მოიშინაურეს, ამიტომ კატები ემოციებით ნაკლებად არიან მიჯაჭვულნი პატრონებზე.
მარი
მეც გამომეტირება ხოლმე ჩემი ფისო, როცა ვბრუნდები როგორ მეფერება უნდა ნახოთ.
mari
მანჩო, ჩემი კატებიც ეგრე მაცილებენ და ზარ-ზეიმით მხვდებიან, ძალიან საყვარელი არსებები არიან რააააააააააა
manana-sh
ჩემი კატები სახლიდან რომ გამოვდივარ ტირილით მომყვებიან უკან, ყველას ძალიან უკვირს, ,,ძაღლებივით იქცევიანო". სახლიდან ვეპარები, მაგრამ მაინც იგებენ და დედა რომ შვილს ეტირება ისე მეტირებიან, თუმცა ვაღიარებ ეგოისტურად მომწონს ეს ,,პროცესი" და არ მაწუხებს რომ ისინი ამ დროს ,,წუხდებიან".
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?