კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!
"ადამიანებთან ურთიერთობას კატებისთვის სიხარული მოაქვს, თუმცა, არც ისეთი ძლიერი, როგორიც ძაღლებისთვის",- ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე BBC-ს მიერ დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის ფარგლებში მუშაობენ.

ძაღლები კატებთან შედარებით აქტიურად გამოხატავენ თავის სიყვარულს პატრონებისადმი და ბევრად ძლიერ არიან მათზე დამოკიდებულნი. თუმცა, კატები ასევე არ არიან გულგრილნი ადამიანების მიმართ. BBC-ს ახალ ფილმში “კატები ძაღლების წინააღმდეგ” ექსპერტებმა კრის პეკჰამმა და ლიზ ბონნინიმ ვეტერინარებთან და ნეირობიოლოგებთან ერთად, პატრონთან ათწუთიან თმაშამდე და თამაშის შემდეგ 20 შინაური ცხოველის ნერწყვის ანალიზი აიღეს. მათ ოქსიტოცინის (“სიყვარულის ჰორმონის”) დონე აინტერესებდათ.

კვლევის ავტორის, ექიმ პოლ ზაკის თქმით, ამ ჰორმონის დონის მიხედვით შეიძლება გარკვევა განიცდის თუ არა
ცხოველი თბილ გრძნობას გარშემო მყოფების მიმართ. ამაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს თავის მეუღლეს ან შვილს, ოქსიტოცინის დონე მის სისხლში 40-60%-ით იმატებს.

“ადრე ატარებდნენ ცდებს, რაც აჩვენებდა, რომ ადამიანისა და ძაღლის თამაშის დროს ძაღლი აქტიურად გამოიმუშავებს სიყვარულის ჰორმონს. აი, კატებთან დაკავშირებით ეს ექსპერიმენტი არასოდეს ჩატარებულა”, - აღნიშნა პოლ ზაკმა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ადამიანებთან ურთიერთობას ძაღლებისთვის ექვსჯერ მეტი სიხარული მოაქვთ, ვიდრე კატებისთვის. ძაღლებში ოქსიტოცინის დონე 60%-ით იზრდება, კატებში კი მხოლოდ - 12%-ით.

“პირველ რიგში, ჩვენ გაოცებულები ვართ თუ რამდენად დიდი სიხარული მოაქვს ძაღლებისთვის ადამიანთან ერთად თამაშს. თუმცა ისიც გვაკვირვებს, რომ კატებს ამაზე რაღაც დადებითი ემოცია მაინც აქვთ”, - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება ექსპერიმენტის ავტორმა.

მეცნიერების აზრით, ასეთი შედეგი შეიძლება იმით აიხსნას, რომ კატები ბევრად კარგი მონადირეები არიან, ვიდრე ძაღლები და კვების მხრივ, ადამიანებზე არ არიან ისევე დამოკიდებულნი, როგორც - ძაღლები.

ამასთან, ისინი ძაღლებზე გვიან მოიშინაურეს, ამიტომ კატები ემოციებით ნაკლებად არიან მიჯაჭვულნი პატრონებზე.
ნანა
ნეტა განახათ,სახლში რომ მოვდივარ ძაღლი ხომ ჭკუაზე არაა ისე იქცევა,კატა კი მიბრაზდება და გვერდიდან არ მშორდება,თანაც მსაყვედურობს,ამდენ ხანს რატომ დამტოვეო,ესენი სიცოცხლეს მართლა როგორ ალამაზებენ.
ციცინო
ყველა კომენტარს ვეთანხმენი. ვერ დაადგენ კატას უფრო უყვარხარ თუ ძაღლს. ჩემი გამოცდილებიდან ორივეს ძალიან უყვარს პატრონი თუმცა გამოხატავენ სხვადასხვანაირად.
მარი
არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. კატები ძალიან მოსიყვარულეები არიან და ძალიანაც გამოხატავენ! ვგიჟდები ჩემს ფისოზე.ასევე მიყვარს ძაღლებიც.
liza
მგონი ერთნაირი ძლიერი სიყვარული იციან. ჩემი კატა და ძაღლი ყოველ საღამოს როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები ორივე ერთან მიყურებენ ფანჯიდან და მელოდებიან. ვგიჯდები ორივეზე.
ninka
დილით რომ ავდგები, საჭმელს ვაჭმევ და გავდივარ ოთახიდან და უნდა ნახოთ როგორ ტირის და მეძახის ჩემი ფისო, როდესაც კნავილი არ სჩვევია საერთოდ. :) მე ვფიქრობ უფრო დიდი სიყვარული შეუძლიათ, ვიდრე აქ წერია. ეგ თამაში არ უყვართ ძაღლებივით ალბათ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?