საშიშია თუ არა აცრილი საქონლის რძისა და ყველის მიღება?
საშიშია თუ არა აცრილი საქონლის რძისა და ყველის მიღება?
"ყველა ვაქცინას დაყოვნების პერიოდი დაახლოებით 5-8 დღე აქვს"

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი, სახელმწიფო ბრუცელოზის ვაქცინაციასაც დააფინანსებს. ზაფხულის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსხვილფეხა საქონლი აიცრა. თუმცა, ბპნ-თან საუბარში სხვადასხვა რაიონის მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ცხოველის ვაქცინაციის შესახებ ისინი არ გაუფრთხილებიათ. შესაბამისად, აცრილი ძროხის რძესა და მისგან დამზადებულ ყველს ჩვეულებრივად იძენდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა.

"სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ძროხები აცრეს. ჩვეულებრივად ვყიდულობდი სოფლის რძესა და ყველს. როგორ შეიძლება აცრილი ძროხის რძისა და მისი ნაწარმის მიღება, ბავშვებს
ხომ შეილება რაიმე მოსვლოდათ? შესაბამის სამსახურებს ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ, რომ საქონელი აცრეს და ცოტა ხნით
რძისა და ყველის ყიდვისგან თავი შეიკავეთო," - გვითხრა ახალსოფლელმა მანანა სეფაშვილმა.

მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, ბპნ კომენტარისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. ეტერინარიის დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა ჯამბურ მაღლაკელიძემ საქონლის აცრა დაადასტურა.

ჯამბურ მაღლაკელიძე: "სახელმწიფო პროგრამით ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯილეხის, თურქულისა და ცოფის აცრა. წელს დაახლოებით 700 ათასამდე მსხვილფეხა საქონელი აცრეს. შემოდგომაზე კვლავ იგეგმება ჯილეხზე აცრა. ასევე ჯილეხზე ვაქცინაცია ხდება წვრილფეხა პირუტყვზე - ცხვარი, თხა. თურქულზე უკვე აიცრა მსხვილფეხა საქონელი, ვაქცინაციის მეორე ეტაპი შემოდგომაზე დაიწყება. მეზობელ ქვეყნებში ცხვრის ყვავილის დაავადებაა გავრცელებული, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენთან მილიონამდე ცხვარი აცრეს. ამ გზით ქვეყანაში დაავადების გავრცელებისგან თავი დავიზღვიეთ.

- მოსახლეობა ჩივის, რომ საქონლის აცრა ისე მოხდა, არ გაგვაფრთხილესო. თუ შეიძლება გვითხრათი, აცრილი საქონლის რძისა და მისი ნაწარმის გამოყენება საშიშია თუ არა?
- ყველა ვაქცინას დაყოვნების პერიოდი აქვს, დაახლოებით 5-8 დღე. ამ პერიოდში სასურველია რძე მოდუღდეს და მისგან პროდუქტები ისე გაკეთდეს.

- თუმცა, ყველი ადუღებული რძისგან არ კეთდება. შესაბამისად, რისკიც მაღალია...
- მართალია. იგივე ბრუცელოზი მხოლოდ ადუღებულ რძეში კვდება. შესაბამისად, ადამიანის დაავადების რისკიც მაღალია. ამიტომ მნიშვნელოვანია საქონლის აცრა. შესაძლოა, მეპატრონემ არ იცის, რომ მის ძროხას ბრუცელოზი აქვს, მაგრამ ცხოველი თუ ავადაა, ასეთ დროს წველა იკლებს. შეუძლებელია, რომ პატრონი ამას ვერ მიხვდეს. ასეთ დროს ვეტერინარი უნდა გამოიძახოს და შეამოწმოს. საბედნიეროდ, სახელმწიფო რამდენიმე დაავადებაზე პროფილაქტიკასა და იძულებით ვაქცინაციას აფინანსებს.

- მომხმარებელში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჭყინტ ყველს ანადუღარ წყალს თუ გადაავლებ, ყველანაირი ბაქტერია კვდებაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- ეს მართალი არ არის. დაავადებული საქონლისგან გაკეთებული ყველის განეიტრალება ადუღებული წყლით ვერ მოხდება. თერმულად დამუშავების გარეშე მისი მიღება სარისკოა.

- რაც შეეხება ბრუცელოზის აცრას, როდიდან დაიწყებს სახელმწიფო მის დაფინანსებას? .....


გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: http://www.bpn.ge/biznesi/14045-sashishia-thu-ara-acrili-saqonlis-rdzisa-da-yvelis-migheba.html?lang=ka-GE
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?