error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/80085719f2537fc40a3983fdc69dea5c.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას
ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია, თვით ანაფილაქსიური შოკი და შრატისმიერი დაავადებაც კი. ანტირაბიული ვაქცინაციის გართულების მიზეზად შეიძლება იქცეს: იმუნოპროფილაქტიკის ტექნიკის დარღვევა, უხარისხო ანტირაბიული პრეპარატის გამოყენება, მათი შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა აცრების სქემის დარღვევა, აცრების დროს დაწესებული რეჟიმის დარღვევა დაზარალებულის მიერ. ანტირაბიული ვაქცინაციის ყველაზე სერიოზული გართულებაა ნერვული სისტემის დაზიანება.

გართულებების თავიდან ასაცილებლად აცრები უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებისამებრ. გართულების უმნიშვნელო ნიშნების შემთხვევაშიც კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა. განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ვაქცინაცია
მათ, ვისაც ადრეც ჰქონია ჩატარებული ანტირაბიული აცრა. მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რომ ცოფის ვირუსის მიმართ
ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს კუს, გველს, ხვლიკს, ბაყაყსა და სხვა ცივსისხლიან ქვეწარმავლებს. რაც შეეხება თბილსისხლიან ცხოველებს, ისინი სახეობის განურჩევლად ვირუსის პოტენციური მატარებლები არიან. ცოფის ჭეშმარიტი იმუნოლოგია - ეს არის ხელოვნურად შეძენილი აქტიური ვაქცინური და პასიური იმუნიტეტი იმუნოგლობულინით. განასხვავებენ ცოფის ვირუსის შეღწევისა და გამრავლებისგან ორგანიზმის დაცვის სამ მიმართულებას:

1) დაცვის ბუნებრივი ფაქტორები - დაუზიანებელი კანის საფარველი;
2) ანტისხეულები - შესაძლოა ლეიკოციტების მატება ინფექციის შემავალ კერაში;
3) შესაძლოა, თავი იჩინოს წინააღმდეგობამ პერიფერიული ნერვების გზით ვირუსის გადაადგილებისას.

სამკურნალო ან პოსტინფექციური იმუნიზაციის დროს შესაძლოა დამცავი როლი შეასრულოს როგორც ანტისხეულებმა, ასევე ინტერფერონმა და უჯრედული იმუნიტეტის ფაქტორებმა. ანტირაბიული აცრა, მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ინფექციის წყაროზე გავლენას ვერ ახდენს, ვერ ამცირებს დაკბენილთა და ცოფის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას. ამ საფრთხის შესამცირებლად საჭიროა ცოფთან ბრძოლა სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვით.


სამწუხაროდ, მაწანწალა ძაღლებისა და კატების პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. შესაბამისად, არც ცოფის საკითხი კარგავს აქტუალობას. როგორი დახმარება უნდა გავუწიოთ შინაური თუ გარეული ძაღლების მიერ დაკბენილ ადამიანებს, რას წარმოადგენს ანტირაბიული ვაქცინაცია, რა გართულებები ახლავს მას, რას გულისხმობს საზოგადოდ იმუნიზაცია? - აი, რა აინტერესებს ჩვენს ერთგულ მკითხველს. ამ საკითხებთან დაკავშირებით რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, არ წყდება ზარები, ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი შეტყობინებები. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგ-რაბიოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, თსსუ რაბიოლოგიის სასწავლო კლინიკური პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ თეიმურაზ გოგიძეს - ადამიანს, რომელმაც ანტირაბიული სამსახურის დაარსებასა და სრულყოფას 27 წელი შეალია.

2009 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს რაბიოლოგიური ქირურგიის საბაზო სამსახური და მისი ხელმძღვანელის თეიმურაზ გოგიძის კანდიდატურა კონკურსის წესით შეარჩია და მათი მუშაობის შედეგები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის საფონდო პრემიაზე წარადგინა. ამ წარდგინებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად მსოფლიოში რაბიული ინფექციის გლობალური მატება აღინიშნება, რის გამოც იმატებს ცოფთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალობაც.


- ბატონო თეიმურაზ, ვის და როდის უნდა მიმართონ ცხოველის მიერ დაკბენილმა ადამიანებმა?
- ნაკბენი ჭრილობა საშიშია იმით, რომ ცხოველის ნერწყვში შესაძლოა იყოს ცოფის გამომწვევი ვირუსი, რომელიც ადამიანის ინფიცირებას და ჰიდროფობიის (ცოფის) განვითარებას გამოიწვევს. უნდა ითქვას, რომ ქირურგ-რაბიოლოგის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე ბევრად არის დამოკიდებული ამ სასიკვდილო დაავადების თავიდან აცილება. ბოლო წლებამდე, თუ ცხოველი შინაური იყო, ათი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, შედეგის გათვალისწინებით, იწყებდნენ აცრას, მაგრამ ახლა, გარემო პირობების ცვლილების გამო, ვირუსის მიმართაც შეიცვალა დამოკიდებულება - დაკბენილებს სამ სავალდებულო აცრას პირველი ათი დღის განმავლობაშივე ვუტარებთ (ნულოვან ანუ დაკბენის, მე-3 და მე-7 დღეს), ხოლო თუ ცხოველი ვერ გადარჩა, კეთდება კიდევ ორი-სამი აცრა. თუ ჭრილობები ღრმა და მძიმეა, ოპერაციულ მკურნალობასაც მივმართავთ. ალბათ გემახსოვრებათ - ახლო წარსულში დაკბენილებს მუცელში 48 ინექციას ვუკეთებდით, 1997 წელს კი თბილისის ბავშვთა მეორე მრავალპროფილური საავადმყოფოს ბაზაზე (ამჟამად - გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა) მოქმედი ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრმა ქვეყანაში პირველად დანერგა ახალი ტიპის 5-6-ინექციიანი ანტირაბიული ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, ცოფის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან არა მხოლოდ თვალით შესამჩნევი ჭრილობებიდან (ნაკბენი, ნაკაწრი), არამედ მიკროტრავმიდანაც (დადორბვლისას). ცხოველის მიერ დაკბენილმა, დაკაწრულმა და დადორბლილმა პირებმა, აგრეთვე მათ, ვინც ცოფით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი ცხოველის დაკვლაში, დაცემული ცხოველის ლეშის გატყავებაში, დამუშავებაში, ცოფით გარდაცვლილი ადამიანის გვამის გაკვეთაში მონაწილეობდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას. ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაუწიოს ადამიანს პირველი სამედიცინო დახმარება: საპნიანი წყლის ჭავლით (და არა იოდით ან სპირტით) კარგად მობანოს ჭრილობა, ნაკაწრი, დადორბლილი არე, დაადოს სტერილური ნახვევი. ნაკბენი ჭრილობის დროს, ისევე როგორც სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში, ტარდება ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკა მოწოდებული სქემის მიხედვით, შემდეგ კი დაზარალებული ანტირაბიული აცრებისთვის ანტირაბიული ქირურგიული სამსახურის მქონე
სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში უნდა გაიგზავნოს. ნაკბენი ჭრილობის ქირურგიული დამუშავების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:

ნაკბენი ჭრილობების კიდეები და ფუძე არ იკვეთება მრავალრიცხოვან ნერვულ დაბოლოებათა დაზიანების გამო.
ჭრილობა ირეცხება ჯერ უხვი საპნიანი (სასურველია სამეურნეო საპონი) წყლის ჭავლით, შემდეგ ნაკბენ ჭრილობაზე ედება ასეპტიკური ნახვევი.
გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა (სისხლდენა დაზიანებული სისხლძარღვებიდან), ნაკბენი ჭრილობის გაკერვა სამი დღის განმავლობაში არ შეიძლება, ვინაიდან ნაკერის დადებისას იქმნება იდეალური პირობები ნერვულ დაბოლოებებზე ცოფის ვირუსის მოსახვედრად (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით). სამი დღის შემდეგ ჩვენებისამებრ შესაძლებელია ჩატარდეს ნაკბენი ჭრილობის მთლიანობის ოპერაციული აღდგენა.


- კბენიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ცოფით დაავადება?
- დაავადების საინკუბაციო (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე, ზოგჯერ კი ამაზე მეტხანსაც გრძელდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა მაშინ, როცა ადამიანი ძლიერად არის დაკბენილი და ჭრილობები სახეზე, თავსა და ხელებზე აქვს. მოკლე ფარული პერიოდი აღენიშნებათ ბავშვებს. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, კბენის შემდეგ 10 დღის განმავლობაში საჭიროა ძაღლზე დაკვირვება. ცოფიანი ცხოველი უმიზეზოდ ყეფს, იქავებს ნაკბენ ადგილს, არ ჭამს, არ სვამს, ღრღნის და ყლაპავს უჩვეულო საგნებს - ლურსმანს, ქვას, ტილოს ნაჭერს, ჩვეულებრივზე ხშირად ელაქუცება პატრონს, იმალება სიბნელეში ან, პირიქით, აგზნებულია; თუ დაბმულია, ცდილობს, აიწყვიტოს და თუ ნებას მისცემთ, შორს გაიქცევა; უმიზეზოდ ესხმის თავს და კბენს ცხოველებს, ფრინველებს, უცხო ადამიანებს და პატრონსაც კი, რამდენიმე დღის შემდეგ უვითარდება დამბლის ნიშნები, ყეფს ხრინწიანი ხმით, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით დადის და კიდურებს მიათრევს, უჭირს სუნთქვა, ბოლოს კი წაიქცევა და კვდება.


ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge
გიორგი
კი მაგრამ, 10 დღის მერე თქვენი აცრა დაგვიანებული, რომ იქნებოდა
ცოფზე
ჩემი მეგობრის ეზოში შემოვიდა მისი მეზობლის კატა და ეზოს ძაღლმა (აზიურმა ნაგაზმა) პირი რომ სტაცა სულ აქეთ-იქით ახეთქა. პატრონმა ძლივს გააგდებინა ძაღლს პირიდან კატა. ვტაცე კატას ხელი და გადავუყვანე მეზობელს, ამ დროს კატამ კბილი ჩამასო თითში. ეგრევე დავურეკე ძალიან კარგ რაბიოლოგს, რომელმაც მაშინვე ამცრა ტეტანუსზე და ასე მირჩია! _ რადგან კატა არის მეზობლის (ნუ მეზობელი ამბობდა, რომ კატა აცრილი ყავდა), მაშინ ყურადღება მიაქციეთ კატას 10 დღის განმავლობაში. თუ ამ 10 დღის განმავლობაში კატას არაფერი მოუვიდა, მაშინ ოფის აცრებიც არ დაგჭირდებათო, მაგრამ ამ 10 დღის განმავლობაში თუ კატა მოკვდა ცოფის ნიშNებით, ან რამე სულ სხვა მიზეზით, ან დაიკარგა, ეგრევე იკეთებთ აცრებსო! ჩემს შემთხვევაში კატა გადარჩა - მეც ცოფის აცრები აღარ გამიკეთებია!
mose
თუ ადამიანი აცრილია ტეტანუსზე სადღაც 2 თვეა ძაღლმა რო გაკაწროს მაინც უნდა აიცრას როგორც იძახიან არ არის საჭირო
nona uriadmyopeli
სად მდებარეობს ეს კლონიკა გივი ჯვსნიას
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?