ნაგაზი და ვირთხა დაძმობილდნენ - უცნაური ისტორია თავშესაფარში (+ფოტო)
ნაგაზი და ვირთხა დაძმობილდნენ - უცნაური ისტორია თავშესაფარში (+ფოტო)
გერმანული ნაგაზისა და მოშინაურებული ვირთხის წარმოუდგენელ მეგობრობაზე ინსტაგრამზე (@osirisandriff) მოგვითხრობენ.

თუ წყვილი “კატა და ვირთხა” ახლა დიდ გაკვირვებას აღარ იწვევს, წონითა თუ ზომით ასეთი განსხვავებული მეგობრები, მართლაც ძალიან იშვიათია.

სამი წლის გერმანული ნაგაზი, სახელად ოზირისი თერაპიული ძაღლია ჩიკაგოს ცხოველთა თავშესაფარში (აშშ). ხოლო პატარა მოშინაურებული ვირთხა რიფი ამ დაწესებულების ერთ-ერთი პაციენტია. რიფი 4 თვის ასაკში გადაარჩინეს, რისთვისაც აუცილებელი გახდა მისთვის ინექციის გაკეთება.

რიფი შეიძლება ხშირად შენიშნოთ მოხერხებულად მოთავსებული ოზირისის ხახაში. თითქოს სულ ცოტაც და პატარა ვირთხა შეიძლება ძაღლმა უბრალოდ გადაყლაპოს.

“დარწმუნებული
ვარ, ყველას გაინტერესებთ, გვეშინია თუ არა, რომ ოზირისმა ერთხელ შეიძლება შეჭამოს რიფი - არა! ოზირისს სხვადასხვა
ცხოველეთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ყველაზე მოწესრიგებული და ნაზი ძაღლია მათგან, ვინც კი ოდესმე შემხვედრია”, - წერს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ფოტოგალერეა


daro
იმდენი სასწაულებია კომპიუტერში ცხოველებზე,მიყვარან, თან მეცოდებიან,მათ თავისუფლება არა აქვთ, ადამიანებს ემორჩილებიან!ასე მგონია იტანჯებიან წვრთნის პერიოდში!!!!!
nini
მართლა რა სასწაულია,არ მინახავს მსგავსი არაფერი.ისე დაკვირვებული ვარ ესე კონტრასტულად განსხვავებული ცხოველები როცა მეგობრდებიან,რატომღაც უმეტესად ერთნაირი ფერის არიან,როგორც ესენი :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?