მოიძებნა ახსნა იმისა, თუ რატომ კბენენ კოღოები ერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე მეორეს
მოიძებნა ახსნა იმისა, თუ რატომ კბენენ კოღოები ერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე მეორეს
რატომ კბენენ კოღოები ზოგ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე დანარჩენს? როგორც აღმოჩნდა, მწერებს იზიდავს ადამიანის სხეულის სპეციფიკური სუნი, რომელიც გენებით არის განპირობებული.

კოღებისთვის მიმზიდველი სუნი ჩადებულია გენში და მემკვიდრეობითია ისევე, როგორც IQ-ს დონე, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მკვლევრები.

ეს გაირკვა იმ ექსპერიმენტის მსვლელობისას, რომელშიც 74-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა: 18 წყვილი გენეტიკურად იდენტური (მონოზიგოტურები) ტყუპები იყვნენ, ხოლო 19 წყვილი ტყუპის გენი კი ნახევრად ემთხვეოდა ერთმანეთს (დიზიგოტურები). მეცნიერები უშვებდნენ 20 Aedes aegypti-ს სახეობის კოღოს, რომლებსაც ციება დენგე
გადააქვთ, Y-ს მაგვარ ოლფაქტომეტრის მილში, რითაც ყნოსვის აღქმას ზომავენ. იქ მეცნიერები აწვდიდნენ ჰაერს, სადაც რიგ
შემთხვევებში, (მილში) ხვდებოდა სუნი, რომელიც გაჟღენთილი იყო ცდაში მონაწილეთა სურნელით. კოღოებს შეეძლოთ ამ მილებიდან ნებისმიერი აერჩათ და დახვეოდნენ ამ სუნს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოღოებისთვის მონოზიგოტური ტყუპები უფრო მიმზიდველები იყვნენ, ვიდრე დიზიგოტური ტყუპები. ამასთან, პირველები იზიდავდნენ კოღოებს ერთნაირად, ხოლო მეორენი - სხვადასხვა დონეზე.

ამგვარად, კოღოები ყნოსვის მიხედვით ადამიანებს შორის გენეტიკურ განსხვავებას ამჩნევენ. ასევე, მეცნიერების ვარაუდით, ზოგი ადამიანის კანი ბუნებრივ რეპელენტს - ნივთერებას წარმოქმნის, რომლებიც მწერებს, მათ შორის კოღოებსაც აფრთხობს და ამგვარად ადამიანები მათგან დაცულები არიან. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის შესწავლით მომავალში შეიქმნება საშუალება, მაგალითდ აბების სახით, რომლებიც ადამიანში ამ ნივითიერების წარმოქმნას დაასტიმულირებს.

“გენეტიკური მექანიზმის კვლევისას, რომელიც ყოველი კონკრეტული ადამიანის მიერ მწერების მიზიდულობას განაპირობებს, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს ცოდნა ადამიანების კოღოებისგან დასაცავი ნივთიერების გამომუშავებაში და შესაბამისად, ავადმყოფობების საწინააღმდეგოდ, რომელთაც მწერები ავრცელებენ”, - აღნიშნავს ლონდონის ჰიგინის და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯეიმს ლოგანი.

რუსუდანს!
"ჩემთვის არასოდეს არ უკბენია კოღოს, ამიტომ ძალიან მშვიდად ვისვენებ გრიგოლეთში" ოოოოო....რა შხამიანი ქალი იქნები რუსუდან?! ))))
რუსუდანი
ჩემთვის არასოდეს არ უკბენია კოღოს, ამიტომ ძალიან მშვიდად ვისვენებ გრიგოლეთში
თორნიკე ზარნელი
მეზობელი მყავს 52 წლის კაცია(დაახლოებით)... ერთხელ მითხრა: ჩემს სიცოცხლეში არ უკბენია ჩემთვის კოღოსო....მე წავიწუწუნე:კოღოებმა დამასიესთქო და მერე მითხრა....
dali
კოგოები კველას კბენენ მაგრამზოგი ალერგიულია მატჰი ნაკბენის მიმარტჰ ზოგს კიდევ ვისაზ ალერგია არ აკვს არ უგიზიანდებატჰ კანი .ეს დამოკიდებულია ადამიანის ზემგრზნობელობაზე კოგოს ნაკბენის მიმარტჰ.
megi
კოღოებისგან დასაცავად კანზე წაისვით ძმარი. იაფია და ეფექტური. სახლში გვიმრის ტოტები დააწყეთ, აფრთხობს მწერებს. ნაკბენზეც ძმარი წაისვით,-ქავილს შეამცირებს.აგეწვებათ, მაგრამ ქავილს ეს სჯობს. ასევე კარგია ზეითუნ-ცვილის მალამოს წასმა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?