წითელყურა კუ
წითელყურა კუ
საქართველოში მრავალ შინაურ ცხოველთან, ფრინველთან თუ თევზთან ერთად გვხვდებიან ოჯახები, სადაც კუც ჰყავთ. ეს ლამაზი, ჭკვიანი და საინტერესო არსება ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება. მას საკუთარი ცხოვრებით, ასევე სიმშვიდით ოჯახში თავისებური სიმყუდროვე შემოაქვს.

სანამ კუს მოვიყვანთ სახლში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობენ ისინი, რითი იკვებებიან და როგორ მოვლა ჭირდებათ.

უმჯობესია, თავიდან შევიძინოთ ერთი კუ და მხოლოდ შემდეგ მივუყვანოთ მას მეგობრები. ერთდროულად რამდენიმეს შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია, ჩვენ ვერ გავართვათ თავი მათ მოვლას.

Zooclub

თუ აქამდე კუ არ გყოლიათ, უმჯობესია, აირჩიოთ გავრცელებული სახეობები: წითელურა ან შუააზიური კუ.
ისინი უფრო გამძლეები არიან და ნაკლებ პრობლემას ქმნიან, ვიდრე კუს ეგზოტიკური სახეობები. არ არის სასურველი გაქრობის
საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შეძენა, თუ მათ გამრავლებას არ აპირებთ.

კუს ყიდვა სასურველია გაზაფხულის ბოლოდან შემოდგონის დასაწყისამდე. ზამთარში შესაძლოა, ყიდდნენ ავადმყოფ კუს. გარდა ამისა, ცხოველი შეიძლება, გზაში გადაყვანისას გაგვიცივდეს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელი კუ აქტიურია, არ აქვს გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან. თვალები ღია აქვს, არ სუნთქავს პირით და რეაგირებს ადამიანებზე.

Zooclub

საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კუდ წითელყურა კუ ითვლება. იგი წყლის კუა (trachemys scripta elegant), წარმოშობით ამერიკულია (ფლორიდა, აშშ-ს და სხვა სამხრეთი შტატები). დედალი კუ იზრდება 25-30 სმ, მამალი კუ 20-25 სმ.

კუები ცხოვრობენ 50 წელს, პირობების მიხედვით. წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განმავლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დასაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა.

Zooclub

კვება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, საკვების დიდ ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმევენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს, თუმცა, ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია თევზეულისგან განსხვავებით. რაციონის მრავალფეროვნებისათვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ, სალათის ფურცლებს და ა.შ. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზრდასრულ კუს კი, 2-3 დღეში ერთხელ.

Zooclub

წყლის კუს დადებითი თვისებები:
ისინი უფრო ლამაზები და აქტიურები არიან, ვიდრე ხმელეთის კუები.
მათი შეძენა ადვილი და იაფია. რაც მთავარია, ეს არ აყენებს ბუნებას ზიანს. წყლის (განსაკუთრებით წითელყურა) კუები უვლიან ერთმანეთს.



zooclub.ge-სთვის ანი ქარჩავა
ტეგები
გუჯა
მოგესალმებით თქვენი დახმარება მჭირდება, მე მყავს წყლის წითელყურება კუ რომელიც მესამე თვე თვალს არ ახელს და არ ჭამს. (2019 წლის ოქტომბრის თვის მეორე ნახევრის მერე დღეის ჩათვლით არაფერი უჭამია :( ნაკლებად აქტიურია, თითქმის ძინავს. რა შეიძლება მოვიმოქმედო.
Tako
მე მყავს პატარა წყლის კუ არ ჭამს და თვალებში თეთრი ფენა აქვს რა გავაკეთო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?