გობლინი-ზვიგენი
ნაწილობრივ, ამ მტაცებელთან შეხვედრის საშიშროება მყვინთავებსაც არ აქვთ. გობლინი ზვიგენი საკმაოდ ღრმა წყლებში ბინადრობს.
იქედნე
იქედნეს ორგანიზმი ყველაზე შეუფერებელია დღევანდელ კლიმატთან. მეცნიერების აზრით, ეს არსება დიდი ხნის გადაშენებული უნდა იყოს, თუმცა, ის დღევანდელ, ბუნების მკაცრ პირობებშიც გვხვდება.
ნელმავალი
ნელმავალი მკვლევარებმა იდეალურ ცოცხალ ორგანიზმად დაასახელეს: ევოლუციის (ასი მილიონი
ფარულლაყუჩიანი
ეს ყველაზე დიდი ზომის ამფიბიაა მსოფლიოში. ის დედამიწაზე 170 მილიონი წლის წინ წარმოიშვა.
კიბორჩხალა-ჩოქელა
აკვარიუმისტები არც თუ ისე იშვიათად დილემის წინაშე დგებიან - ჩასვან თუ არა კიბორჩხალა-ჩოქელა აკვარიუმში, რადგან მისი კიდურები იმდენად ძლიერია, რომ დარტყმისას, სქელი მინაც ვერ უძლებს.
კაპიბარა
გავრცელებული აზრის მიუხედავად, კაპიბარა არც ისე იშვიათი ცხოველია. ეს მღრღნელები სამხრეთ ამერიკაში არაერთი წყალსაცავის ნაპირას გვხვდება. მეტიც, კაპიბარა, როგორც შინაური ცხოველი, ოჯახებშიც გვხვდება და პატრონებს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მათი ბინადრის წინაპრები 9 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ.
ოკაპი
ოკაპი იმდენად გავრცელებული არ არის, როგორც კაპიბარა. ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენლები (ათი ათას ინდივიდზე ნაკლები) კონგოში ბინადრობენ - დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილას.
ნაუტილუსი
ეს მოლუსკი 500 მილიონი წლის წინ წარმოიშვა - პალეოზოურ ეპოქაში. ამ შემთხვევაში ევოლუციამ გადაწყვიტა, რომ ის სრულყოფილი ყოფილიყო და დროთა განმავლობაში გარეგნულ ცვლილებებს არ საჭიროებდა: ნაუტილუსი დღევანდელ პირობებში ზუსტად ისეთივეა, როგორებიც მისი წინაპრები იყვნენ.
ჯოჯოხეთური კალმარი-ვამპირი (Vampyroteuthis infernalis)
გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ამ უვნებელმა არსებამ ასეთი სასტიკი სახელი. კალმარი-ვამპირი სიგრძეში 15 სმ-მდე იზრდება და ის პლანქტონებით იკვებება.
ლილისფერი ბაყაყი
ლილისფერი ბაყაყი თავის ცხოვრებას ტალახის სიღრმეში ატარებს. ეს არსება დედამიწაზე 130 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ სპეციალისტებმა ის 2003 წელს აღმოაჩინეს - გამოიცანით, სად? ტალახის სქელი ფენის ქვეშ.