error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/3ad1c2d2edb20337e0cc1f9e4b232eab.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზვიგენი ბევრად ჭკვიანია, ვიდრე კურდღელი ან კატა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზვიგენი ბევრად ჭკვიანია, ვიდრე კურდღელი ან კატა
მეცნიერებმა ზვიგენის ინტელექტი გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, ზვიგენი ბევრად ჭკვიანია, ვიდრე კურდღელი ან კატა. მეცნიერების თქმით, არ არის საჭირო შიში ამ მტაცებელისადმი, არამედ აუცილებელია მისი შესწავლა.

ზვიგენებს უინტელექტოებად, მკვლელობის მანქანებად თვლიან. თუმცა, ბიოლოგებმა კუნძულ ბიმინიზე ზღვის იდუმალი მტაცებლების შემსწავლელი ბაზა შექმნეს და დაამტკიცეს, რომ ეს ასე არ არის.

მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო, გაეფანტა გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების ზვიგენებისადმი შიშს უწყობდნენ ხელს.
მტაცებლებზე დიდხანს და ახლო მანძილიდან დაკვირვებით ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ყოველ თევზს თავისი ხასიათი აქვს. მათ შეუძლიათ, იყვნენ გამბედავები ან მორცხვები, თავგადასავლების მაძიებლები,
მეგობრულები ან ჩაკეტილები. ზვიგენები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ქმნიან სოციალურ კავშირს და მეგობრებსაც კი იძენენ. ისინი ერთმანეთს
საჭმლის მოპოვებას, სხვა მტაცებლების აღმოჩენასა და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის მიზიდვასაც კი ასწავლიან.

ისინი მარტივი ბრძანებების შესრულებას კურდღლებზე ან კატებზე სწრაფად სწავლობენ და ბევრად კარგი მეხსიერება გააჩნიათ. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ზვიგენები ხშირად სულაც არ ცდილობენ წყალში მათ ახლოს მყოფ ადამიანებზე იერიშის მიტანას. ზვიგენის 500 სახეობიდან ადამიანებისთვის საშიშროებას მხოლოდ 12 წარმოადგენს.



izi
არადა, კურდღლის ინტელექტის სულ მჯეროდა.
???
შეგჭამს და ახიც იქნება შენზე, რადგან აშკარად ზვიგენზე ნაკლები ინტელექტი გაქვს.
nini
კომენტარზე ვიღადავე :DD
TEVZEBIS MOYVARULI
ტაშიიი,500 სახეობიდან მხოლოდ 12 შეგვჭამს)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?