10 იშვიათი ცხოველი, რომლებიც ხშირად ხდებიან კონტრაბანდისტების მსხვერპლნი
10 იშვიათი ცხოველი, რომლებიც ხშირად ხდებიან კონტრაბანდისტების მსხვერპლნი
დედამიწას უზარმაზარი რესურსი გააჩნია, აქ მოიაზრება გადაშენების პირას მყოფი ინდივიდებიც, როგორც ცხოველები, ისე მცენარეები. მათ კანონი იცავს, თუმცა, აკრძალვა სრულიად ვერ აჩერებს მას, ვინც არაკანონიერი გზით ცხოველების ხარჯზე ფულის შოვნას ცდილობს.

თუთიყუში არა

Zooclub

თუთიყუში არა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ჯიში შეიცავს 15 სახეობას, რომელთაგანაც 7 მათგანი გადაშენებულად ითვლება. კარგი მოვლის შემთხვევაში, ფრინველის მოთვინიერება მარტივია. ამასთან ერთად, ტყვეობაში ის თავს კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ არას ქვეყნიდან გაყვანა კანონით ისჯება, შავ ბაზარზე მისი გაყიდვა კვლავ გრძელდება.  პრობლემა რთულდება, რადგან კანონდამრღვევები ფრინველებს იჭერენ
გამრავლების პერიოდში და არა მხოლოდ ზრდასრულ ინდივიდებს, არამედ მათ ბარყებსაც.

იშვიათად  ბელიზის სახელმწიფოდან გაჰყავთ, სადაც შავი
ბაზარი უკონტროლოა. ცხოველების არაკანონიერი ტრანსფერის წინააღმდეგ შეიქმნა ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანებულნი არიან ბელიზის მცხოვრებლები და ერთი აშშ-ს მოქალაქე. ისინი ცდილობენ, შეაჩერონ ფრინველების დაჭერა და მათი სახელმწიფოდან გაყვანა.

აფრიკული სპილო

Zooclub

აფრიკული სპილოს ორი სახეობა არსებობს - სავანის სპილო და ტყის სპილო. ისინი ველურ ბუნებაში ყველაზე დიდი ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონი აფრიკულ სპილოს  მკაცრად იცავს, ბრაკონიერები მათ კლავენ, რათა მოიპოვონ მათი ძვლები. 1980 წლიდან მოყოლებული ამ ცხოველის პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ყოველ წელს, აფრიკაში, თითქმის 10 ათას სპილოს კლავენ. ზოგიერთ რეგიონში სპილოები საერთოდ გაქრნენ. ჩინეთი მთავარი ბაზარია, სადაც ამ ცხოველის ძვალი ფართოდ გამოიყენება.

საიგა

Zooclub

საიგა - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი, ანტილოპისებრთა ოჯახიდან. 2002 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა, სახეობა გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს მიაკუთვნა. ეს ცხოველი ხშირად ბრაკონიერების მსხვერპლი ხდება, რადგან მისი ხორცი ძვირად ფასობს.

თოვლის ჯიქი

Zooclub

თოვლის ჯიქი ანუ ირბისი - მტაცებელი, რომელიც ყველაზე მიუვალ ადგილებში ბინადრობს, სწორედ ამიტომ ის ბიოლოგების მიერ ნაკლებად არის შესწავლილი. ამჟამად ირბისების რაოდენობა კატასტროფულად მცირეა: 2003 წლის მონაცემებით, 4-დან 7 ათასამდე ინდივიდია დარჩენილი. მე-20 საუკუნიდან მტაცებელი წითელ წიგნშია შესული. 2016 წლიდან ირბისზე ნადირობა აკრძალულია. მსოფლიო ბაზარზე ეს ცხოველი ყოველთვის მოთხოვნადი იყო და ძვირად ფასობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ირბისი ითვლებოდა საშიშ და ზიანის მომტან მტაცებლად, ამიტომ მასზე ნადირობა ნებადართული იყო მთელი წლის განმავლობაში, მეტიც, ნებისმიერი საშუალებით. ამჟამად, თოვლის ჯიქზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა, ისინი ისევ ხდებიან ბრაკონიერთა მსხვეპლნი, რადგან შავ ბაზარზე მტაცებლის ფასი კვლავ მაღალია.

შავარდნისნაირი ფრინველები

Zooclub

შავარდნისნაირი მთელ მსოფლიოში გვხვდება, გარდა ანტარქტიდისა. მათ შორის, არაერთი ქვესახეობა გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა რიგებს მიეკუთვნება. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ხდებიან არაკანონიერი დაჭერისა და შავ ბაზარზე გაყიდვის მსხვეპლნი.

ლოგერჰედი, კარეტა ანუ თავკომბალა კუ

Zooclub

თავკომბალა კუ გავრცელებულია ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეებში (მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში). ყველაზე დიდი ლოგერჰედის ჯგუფში არანაკლებ 30 ათასი მდედრია, რომლებიც კუნძულ მასარზე ბუდობენ. მისი ხორცი უგემურია, სწორედ ამიტომ ადამიანი საკვებად იშვიათად იყენებს, თუმცა, კვერცხი პირიქით - მას საკვებად ხშირად მოიხმარენ. კვერცხების განუსაზღვრელი რაოდენობით საკვებად გამოყენებამ თავკომბალა კუს რადიკალური შემცირება გამოიწვია. ამჟამად, ლოგერჰედის კვერცხის მოპოვება უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია, მიუხედავად ამისა, ეს ცხოველი კვლავ არაკანონიერი ვაჭრობის მსხვერპლია.

ზვიგენი

Zooclub

ადამიანი ზვიგენისთვის გაცილებით მეტ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე ეს წყლის მტაცებელი ადამიანისთვის. ზვიგენის ზოგიერთი სახეობა ბრაკონიერების მსხვეპლი გახდა თავისი ფარფლების გამო, რომლებიც წვნიანში გამოიყენება. ამ ცხოველის სხვა ნაწილებიც საკვებად გამოსადეგია, მათ ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. ზოგადი  მონაცემებით, ყოველ წელს, არაკანონიერი ნადირობისას, 73 ათასამდე ზვიგენი კვდება. წყლის მტაცებლისთვის ძირითადი საშიშროება კანადაა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კრძალავს მის მოკვლას.

მარტორქა

Zooclub

ამჟამად მარტორქას ხუთი სახეობა ბინადრობს. ისინი გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში. ბრაკონიერების უმეტესობა ამ ცხოველზე რქის მოპოვების მიზნით ნადირობს. მყიდველები შეცდომით მიიჩნევენ, რომ მის რქას სამკურნალო თვისებები გააჩნია, რაც მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

აზიაში მარტორქას რქაზე დიდი მოთხოვნაა. მას მოიხმარენ ძვირფასი ნივთების დასამზადებლად და ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში. ამ ცხოველის რქისგან დამზადებული წამლები ძვირად ფასობს, ისინი შეიცავს "უკვდავების" ელექსირს. სწორედ ამ ბაზრის არსებობის გამო, მარტორქა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება.

ვეფხვი

Zooclub

კატისებრთა სახეობის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ცხრა ქვესახეობას მოიცავს. 21-ე საუკუნეში გადარჩა ექვსი ქვესახეობა, რომელთა საერთო რაოდენობა 4-6,5 ათას ინდივიდს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტი ბენგალური ვეფხვია - ის მთლიანი პოპულაციის 40% შეადგენს. 2019 წლიდან მთელ მსოფლიოში ვეფხვზე ნადირობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, დამნაშავე ჯგუფები, რეგულარულად იჭერენ მტაცებელს - ძირითადად მისი ძვირფასი ბეწვის გამო.

მსოფლიოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ვეფხვების დასაცავად. ისინი უკანონო ნადირობას სამართალდამცველებთან ერთად ებრძვიან.

პანგოლინები

Zooclub

პანგოლინების რიგში 1 გვარი და 7 სახეობაა, რომელთაგანაც 4 გავრცელებულია ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში, ხოლო სამი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბრაკონიერები პანგოლინზე მისი ხორცისა და ქერცლის გამო ნადირობენ, ამას სამკურნალო თვისებებს აწერენ (თუმცა, სპეციალისტების მიერ დიდი ხანია ეს მითი დამსხვრეულია). აფრიკისა და აზიის არაერთ ქვეყანაში პანგოლინის წვნიანს ამზადებენ. გარდა ამისა, მის ქერცლს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ. ამ ფაქტორებმა (ამასთანავე პანგოლინების ბინადრობის არეალის განადგურებამ)  ცხოველის რადიკალური შემცირება გამოიწვია. 2010 წლის ნოემბერში, ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ პანგოლინი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიაკუთვნა. ბუნების დაცვის საერთაშორისო საზოგადოება პანგოლინის მხოლოდ ორ სახეობას მიიჩნევს გადაშენების პირას მყოფ ცხოველად.

ექიმბაშები თვლიან, რომ პანგოლინის ქერცლი ქალებში ლაქტაციას აუმჯობესებს, კურნავს კიბოსა და ასთმას (მეცნიერულად ეს დადასტურებული არ არის).
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?