დედამიწის სიღრმეში ცოცხალი ორგანიზმების მთელი სამყაროა, თუმცა, სულ მცირე ნაწილია გამოკვლეული
დედამიწის სიღრმეში ცოცხალი ორგანიზმების მთელი სამყაროა, თუმცა, სულ მცირე ნაწილია გამოკვლეული
"კვლევების თანახმად, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ეს აქამდე ცნობილი იყო. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მდიდარი ეკოსისტემა "ჩვენს ფეხებ ქვეშ" - ის ორჯერ მეტია იმაზე, რაც კი შეიძლება იპოვო მსოფლიოს ყველა ოკეანეში", - წერს გამოცემა "The Guardian"-ი.

ძლიერი სიცხის, სრული სიბნელის, უმნიშვნელო საკვები არეალისა და ინტენსიური წნევის მიუხედავად, მიწისქვეშა ბიოსფერო სავსეა 15-დან 23 მილიარდი ტონა მიკროორგანიზმით. ეს კი ასჯერ აღემატება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების საერთო მასას.

Deep Carbon Observatory-ის მკვლევრების თქმით, მიწისქვეშა სახეობების მრავალფეროვნება უთანაბრდება ამაზონის ან გალაპაგოსის კუნძულებს, თუმცა, ამ ადგილებისგან განსხვავდებით,
გარემო ამ დ
რომდე ხელუხლებელია, რადგან ადამიანებს ჯერ კიდევ არ გამოუკვლევიათ ქვენიადაგის დიდი ნაწილი.

"ეს იგივეა, რომ დედამიწაზე აღმოაჩინო სარეზერვო სიცოცხლე. ჩვენ მუდმივად ვპოულობთ ცოცხალი ორგანიზმების ახალ სახეობებს. მიწის ქვეშ სიცოცხლე გაცილებით დიდია, ვიდრე ზედაპირზე", - ამბობს ნოქსვილის უნივერსიტეტის დოცენტი კარენ ლოიდი.

ჯგუფი 1200  მკვლევრისგან შედგება. მათ შემადგენლობაში, სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები, 52 ქვეყნიდან ერთიანდებიან - დაწყებული გეოლოგებიდან და მიკრობიოლოგებიდან, დამთავრებული ქიმიკოსებითა და ფიზიკოსებით. მათ ათწლიანი მუშაობის დასრულებიდან ერთი წლით ადრე ამერიკის ყოველწლიურ გეოფიზიკის გაერთიანებაზე მუშაობის შედეგები წარადგინეს.

მეცნიერებმა ნიმუშები აიღეს 5 კმ. სიღრმის წყალქვეშა ჭაბურღილიდან, რათა გაეკეთებინათ მოდელი და შეეფასებინათ, თუ რამდენი ცოცხალ ნახშირბადს შეიცავდა იგი.

Zooclub

შედეგებმა აჩვენა, რომ მიწის ბაქტერიების 70% არსებობს ქვენიადაგში, მათ შორის Altiarchaeales-ი, რომელიც ცოცხლობს გოგირდის ფენებში და Geogemma barossii-ი - ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც აღმოაჩინეს ზღვის ფსკერზე, ჰიდროთერმულ ხუნდებში.

სხვა ორგანიზმები, რომლებიც 2,5 კმ. სიღრმეზე იქნა ნაპოვნი, თითქმის მილიონი წელია, სიღრმეში ცოცხლობენ და მზის ენერგიით საერთოდ არ იკვებებიან.

"ჩემთვის ყველაზე უჩვეულო არის ის, რომ ზოგიერთ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია იცოცხლოს ათასი წლის განმავლობაში. ისინი მეტაბოლურად აქტიურნი არიან, თუმცა, სტაზისის მდგომარეობაში", - ამბობს ლოიდი.

ორეგონის უნივერსიტეტის ეკოლოგის, რიკ კოლველის თქმით, მიწისქვეშა ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი სავსებით განსხვავებულია. ზოგიერთი მიკროორგანიზმი ათასი წელი ცოცხლობს ისე, რომ არც კი მოძრაობს - თუ არ ჩავთვლით ტექტონიკური ქანების გადაადგილებას, მიწისძვრას ან ვულკანის ამოფრქვევას.

Zooclub

მიწისქვეშა სამყაროს ბიოსფეროს სხვაობა დამოკიდებულია გეოლოგია-გეოგრაფიაზე.  მათი საერთო ზომა 2 მილიარდ კუბურ კილომეტრზეა, თუმცა, მომავალში მონაცემები შესაძლოა გაფართოვდეს.

მკვლევრების თქმით, მათი აღმოჩენა შესაძლებელი გახდა ორი ტექნოლოგიური განვითარებით: ჭაბურღილით, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს მიწის ქვეშ გაცილებით ღრმად და მიკროსკოპის გაუმჯობესებით, რომელსაც შეუძლია ყველაზე მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმის აღმოჩენა.

მკვლევრები ცდილობენ ქვედა საფეხურის აღმოჩენას, სადაც სიცოცხლის არსებობა შეუძლებელია, თუმცა, რაც უფრო ღრმად ჩადიან მიწის ქვეშ, მით უფრო მეტ ცოცხალ ორგანიზმს პოულობენ.

Zooclub

არსებობს ტემპერატურის მაქსიმალური რეჟიმი - დღეის მონაცემებით, 122°С, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ეს რეკორდი მოხსნილი იქნება, თუ ისინი მიწის ქვეშ კვლევას გააგრძელებენ და შექმნიან გაცილებით რთულ მექანიზმებს.

"ვკითხოთ საკუთარ თავს: თუ დედამიწაზე სიცოცხლე განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენს წარმოდგენებს სცდება, წარმოგიდგენიათ, რა ხდება სხვა პლანეტებზე?" - ამბობს კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტის მინერალოგი რობერტ ჰეიზერი.

წყარო: theguardian

ასევე იხილეთ:

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

6 ცხოველი, რომელიც ტემპერატურის მატების შემთხვევაში აღარ იარსებებს

ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საშინელი სიმართლე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?