ლომებს ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობის მისაღებად ამრავლებდნენ... გასული საუკუნის მტაცებლების უნიკალური ფერმა (იშვიათი ფოტოები)
ლომებს ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობის მისაღებად ამრავლებდნენ... გასული საუკუნის მტაცებლების უნიკალური ფერმა (იშვიათი ფოტოები)
ეს რეტრო ფოტოები თითქოს ძველი ფილმის კადრებია, მაგრამ ისინი დოკუმენტური მტკიცებულებაა, თუ როგორი იყი  გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკული კინო ინდუსტრია.

"ლომების ფერმა", სადაც ნამდვილ ვარსკვლავებს ზრდიდნენ

Gay’s Lion Farm-ი 1925 წელს ცირკის მსახიობებმა - ჩარლზმა და მურიელ გეიმ ელ-მონტეში (კალიფორნიის შტატი) დააფუძნეს. წყვილი მტაცებლებთან 1914 წლიდან მუშაობდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ლომების აღზრდა და გაწვრთნა დიდ შემოსავალს მოუტანდათ.

Zooclub

გამოცდილმა მწვრთნელებმა იპოვეს შესაფერისი ტერიტორია, გახსნეს პარკი, სადაც დააბინავეს 200 "დიდი კატა". ლომებს შემოსაზღვრულ ადგილზე თავისუფლად სეირნობა შეეძლოთ. მათ კარგად უვლიდნენ, წვრთნიდნენ და
ასვენებდნენ.

მტაცებლებს კონკრეტულად ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობის მისაღებად ათვინიერებდნენ, თუმცა, ტერიტორია თავისთავად ღირსშესანიშნაობაც იყო. ვინ იტყოდა
უარს ენახა ლომები, რომლებიც საოცარ ილეთებს ასრულებდნენ?!

Zooclub

მწვრთნელები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთი ბინადრების სტუმართმოყვარეობაში, რადგან ადამიანებს ტერიტორიაზე შესვლა და იმ მტაცებლების გვერდით ყოფნა თავისუფლად შეეძლოთ, რომლებსაც მომთვინიერებლები რეკომენდაციას უწევდნენ.

დააკვირდით ფოტოს ბავშვებით - მზადება ერთ-ერთი ღონისძიებისთვის. ასეთ რამეს ალბათ დღეს ვერსად ნახავთ.

Zooclub

ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ფერმის ბინადარი ლომები ადამიანების გარემოცვაში მშვიდად იქცეოდნენ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ფილმში მტაცებელთან ერთად გადაღება მარტივი არ არის.

Zooclub

ლომების პარკი ჰოლივუდის ოქროს ხანაში არსებობდა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ბევრ ფილმს იღებდნენ და ცხოველებსაც სამუშაო საკმარისი ჰქონდათ.

Zooclub

ამ ლომებიდან ერთ მათგანს ყველა ჩვენგანი იცნობს. გახსოვთ Metro-Goldwyn-Mayer-ის ცნობილი შესავალი? მასზე ასახულია ფერმის ყველაზე ხნიერი ლომი.

Zooclub
Zooclub


აი, ასე მიმდინარეობდა გადაღებები

Zooclub

რა დაემართა ლომების ფერმას? მისი ოქროს ხანა მეორე მსოფლიო ომმა დაანგრია.

1942 წელს ლომებისთვის საკვებიც არ ჰქონდათ და ფერმა დაიხურა. მტაცებლები სხვადასხვა ზოოპარკში გადაანაწილეს.

Zooclub

ეს პარკის მფლობელებისთვის საშინელი დარტყმა იყო. ისინი ომის დამთავრების შემდეგ კვლავ გეგმავდნენ ლომების ფერმის გახსნას.

Zooclub

როდესაც ომი დამთავრდა, ჩარლზ გეი მძიმედ დაავადდა. მისი ოცნება ოცნებად დარჩა...

ლომების ფერმა აღარასდროს გახსნილა, ის მხოლოდ ნათელ მოგონებად დარჩა!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?