ჰოლივუდის მსახიობი ძაღლი, სახელად უგი, 13 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჰოლივუდის მსახიობი ძაღლი, სახელად უგი, 13 წლის ასაკში გარდაიცვალა
ენერგიული და მხიარული ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად უგი, 13 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მან არაერთ ადამიანს დაამახსოვრა და შეაყვარა თავი შთამბეჭდავი როლებით.

უგიმ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მიშელ ხაზანავიჩუს ფილმით "მსახიობი", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მსახიობ ჟან დუჟარდენთან ერთად.

2011 წელს ფილმმა 5 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის. უგი გახდა პირველი ძაღლი, რომელმაც წითელ ხალიჩაზე გაიარა და თავისი თათის ანაბეჭდი დატოვა, ისეთი მსახიობების ანაბეჭდების გვერდით, როგორებიც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, ჯუდი გარლენდი და სხვა.

"ჩვენ მწუხარებით ვაცნობებეთ ჩვენს
მეგობრებს და უგის თაყვანისმცემლებს, რომ ჩვენი საყვარელი ბიჭი გარდაიცვალა. მას ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე. ის ახლა
მშვიდად განისვენებს და რაც მთავარია, ტკივილით აღარ იტანჯება. დიდი მადლობა თანადგომისთვის. გარკვეული დროის განმავლობაში თქვენს კომენტარებს ვერ წავიკითხავ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია."-წერს ძაღლის მწვრთნელი და ამავე დროს მისი მფლობელი ომარ ფონ მიულერი თავის Facebook-ის გვერდზე.

უგი ასევე მონაწილეობდა ფილმებში "წყალი სპილოებისთვის" და "ბინძური კამპანია".

იხილეთ ვიდეო - როგორ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს უგი, წითელ ხალიჩაზე.

ასევე იხილეთ:

ცნობილი პიტ ბული, სახელად შარკი, გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კატა გარდაიცვალა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?