მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი იუკის ისტორია სევდიანი წარსულით, ის დარჩენილ წლებს თავშესაფარში მშვიდად განაგრძობს
მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი იუკის ისტორია სევდიანი წარსულით, ის დარჩენილ წლებს თავშესაფარში მშვიდად განაგრძობს
ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი, იგივე "მგელძაღლა"- იშვიათ შემთხვევაში, ორი სახეობის შეჯვარება ხდება იმ დროს, როცა სოფელში მცხოვრები ძაღლი მირბის ტყეში და მგელთან ჯვარდება. ზოგჯერ კი მგელძაღლას სპეციალურად ამრავლებენ, მიზეზი კი მისი უზარმაზარი და შთამბეჭდავი გარეგნობაა.

რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში მგლისა და ძაღლის ჰიბრიდის ფოტო გავრცელდა, სადაც ცხოველი გოგონას გვერდით ზის. მგელძაღლას ფონზე გოგონა საოცრად პატარა ჩანს. ადამიანები გაოცებულნი იყვნენ, რადგან ჰიბრიდი ფოტოზე უზარმაზარია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სურათზე აღბეჭდილ მტაცებელს იუკი ერქვა და სინამდვილეში ის არც ისე დიდია - ცხოველი სულ
რაღაც 54 კგ-ს იწონის.

Zooclub

ჰიბრიდი Shy Wolf Sanctuary-ის მგლების თავშესაფარში ცხოვრობს. მისი დნმ-ის  87,5% მგლის
სისხლია, 8,6% - ჰასკის, ხოლო 3,9% - გერმანული ნაგაზის.

როგორც ყველა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების უმეტესობა, იუკის ცხოვრებაც სევდიანი იყო. იგი მომშენებლისგან ლეკვობის პერიოდში იყიდეს, როგორც ეგზოტიკური შინაური ცხოველი, თუმცა, პატრონები მალე მიხვდნენ, რომ ის უზარმაზარ და დაუმორჩილებელ ცხოველად გადაიქცა.

Zooclub

8 თვის ასაკში იუკი ჩააბარეს ძაღლების თავშესაფარში, სადაც მას ევთანაზია ელოდა, რომ არა Shy Wolf Sanctuary-ის წარმომადგენელი, რომელმაც ჰიბრიდის შესახებ მალევე შეიტყო.

"იუკი ჩვენს თავშესაფარში 2008 წელს გადმოვიყვანეთ. ის საოცრად კარგი ხასიათით გამოირჩეოდა. ამიტომ, შევიმუშავეთ გეგმა, რომ მტაცებელი გახდებოდა ე.წ. "ელჩი", რომელიც თავშესაფრის დამთვალიერებლებს შეხვდებოდა. სამწუხაროდ, იუკიმ ფეხი იტკინა და მას 5 ოპერაცია დასჭირდა. მკურნალობის პერიოდში ის ვოლიერში ცხოვრობდა, ეს მის ნერვიულ სისტემაზე უარყოფითად აისახა", - ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

ამჟამად იუკის ხასიათს ასე აღწერენ - "თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა მხოლოდ მდედრობით სქესთან, უყვარს ყურადღება და მოფერება."

"იუკი თავის ვოლიერში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომვლელებს უშვებს, ისიც რამდენიმეს", - ამბობს თავშესაფრის მოხალისე ჯუდი.

Zooclub

Shy Wolf Sanctuary-ის თავშესაფარი ნეაპოლში (ფლორიდას შტატი) მდებარეობს და მოიცავს 2,5 აკრ მიწას. ტერიტორიაზე ბინადრობს 60-ზე მეტი მგელი, მგელძაღლა და კოიოტი, რომლებიც ტყვეობაში დაიბადნენ ან ადამიანებმა ველურ ბუნებაში გადაარჩინეს.

ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, აღადგინოს ნდობა ცხოველებსა და ადამიანებს შორის. თავშესაფარში 30-ზე მეტი თანამშრომელი და მოხალისეა. გარდა მტაცებლებზე ზრუნვისა, თავშესაფრის თანამშრომლები საზოგადოებაში საგანმანათლებლო სამუშაოებსაც ატარებენ.

Zooclub

მგლების უმეტესობისთვის ეს ადგილი ერთადერთია, სადაც მათ დახმარება აღმოუჩინეს. ძაღლებისგან განსხვავებით, მგლები პრაქტიკულად ვერასოდეს აღმოჩნდებიან მზრუნველ ოჯახებში, ხოლო ველურ ბუნებაში მათი გაშვება შეუძლებელია, რადგან ყველა მათგანი პატარაობიდან ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა.

Zooclub

აშშ-ში მგლისა და ძაღლის ჰიბრიდის ცხოვრება კიდევ უფრო სევდიანია. მისი ხასიათი და ქცევა ნაკლებად პროგნოზირებადია. გარდა ამისა, მგელძაღლა ადამიანებთან მიმართებაში გაცილებით აგრესიულია, ვიდრე მგელი. ადამიანების უმეტესობას ჰიბრიდის ხასიათის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, როდესაც გაუაზრებლად ლეკვობისას სახლში მიჰყავთ. როცა პატრონები რეალური პრობლების წინაშე დგებიან და მათ ზურგს აქცევენ, ცხოველს სხვა შანსი არ აქვს, ამიტომ უმეტესობა მათგანის სიცოცხლე ევთანაზიით სრულდება.

მომვლელების თქმით, იუკი თავშესაფრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბინადარია. მან ზედმეტსახელი "ვუ ვუ" მიიღო, რადგან საყვარელი ადამიანების ვოლიერთან მიახლოებისას, ყმუის და ძალიან ბედნიერია.

Zooclub

სამწუხაროდ, გასულ წელს იუკის სისხლის კიბო აღმოაჩნდა, რომელიც ჯერჯერობით ორგანიზმში ნელი ტემპით ვრცელდება. მომვლელები ეგუებიან იმ ფაქტს, რომ იუკის სულ რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩა.

Zooclub

"ამჟამად, ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ იუკისთან გატარებული ყოველ დღით, მაგრამ, როდესაც მისი დრო მოვა, გავაკეთებთ იმას, რაც მისთვის უკეთესი იქნება. ყოველთვის რთულია, დაემშვიდობო თავშესაფრის ნებისმიერ ბინადარს, თუმცა, გვახსოვდეს, რომ მათი რთული ცხოვრება თავშესაფარში მოყვანის დღიდან დადებითად შეიცვალა. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და სიცოცხლეს ვულამაზებთ", - ამბობს მომვლელი.

ასევე იხილეთ:

მგელძაღლა (მგლისა და ძაღლის ჰიბრიდი) , როგორც შინაური ცხოველი

რა ბედი ეწია ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდს – საიდუმლო ექსპერიმენტი

მკვლევრებმა წარმოადგინეს ობობა-მუტანტი "ძაღლის" თავით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?