დიდ დიღმელი ჰაჩიკო – ძაღლი 54 ნომერი ავტობუსიდან! (+ვიდეო)
დიდ დიღომში 2 თვეა, რაც უცნაური ცუგა ცხოვრობს. არავინ იცის, სად აქვს ბინა, მაგრამ სულ დადის, დადის, მისდევს ავტობუსებს, ადის და ხან ავტობუსითაც მგზავრობს.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მისი ვიდეო, სადაც "დიდ დიღმელი ჰაჩიკო" 54 ნომერ ავტობუსს მისდევს... მისდევს და მისდევს...

თეკლა კალანდაძემ ფეისბუქზე თავის ვიდეოს ასეთი კომენტარი მიუწერა:

"მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე?
ასეთ რამეებს ხომ ძალიან ვართ გადაჩვეულები დღეს, ყოველდღიურ ცივსისხლიან, პრაგმატულ გარემოში....

არ დაიზაროთ, ჩაიკითხეთ ბოლომდე... არ ინანებთ...

N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან იწყებს
(ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით
აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე უხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ასრულებს.

ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს... დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხი, "პირუტყვი", მის მეგობრად თვლის თავს... არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით... არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის! კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო... მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია."


ლენა კლდიაშვილმაც გამოაქვეყნა ფეისბუქზე ამ საოცარი ძაღლის ფოტო.

Zooclub

"ამ საღამოს 54 ნომერში.ამოვიდა მესამეში და მეოთხესკენ გაემგზავრა უბილეთოდ", – წერს ლენა.

არის სხვა ვერსიაც: რადგან ძაღლი ავტობუსებს დასდევს (ბევრმა ის სხვა ნომერ ავტობუსებში ასული და გამოდევნებული ნახა), მაშ, შესაძლოა, ის აქ ყოფილმა პატრონმა ავტობუსით მოიყვანა, დატოვა და მერე ავტობუსითვე წავიდა. მას მერე ძაღლი თავის ძველ პატრონს დაეძებს.

გაიცანით, ეს "დიდ დიღმელი ჰაჩიკოა" და მას პატრონი სჭირდება, რადგან ყველა ძაღლს სჭირდება პატრონი ამ ქვეყანაზე, რადგან ავტობუსების მუდმივი დევნით, ის ძალიან იღლება და დიდხანს ვერ გაუძლებს, რადგან, როგორც ვიდეოში ჩანს, საკმაოდ რთულ ტრასებზე მისდევს ავტობუსს და ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე უბედურება შეემთხვეს ამ მანქანებით გადავსებულ გზებზე.



ეს საოცრება დაახლოებით წლინახევრის იქნება ასაკით, ხვადია. ის უზომოდ ჭკვიანი და ერთგულია!


ვისაც ასეთი ოჯახის წევრი გინდათ სახლში, დაუკავშირდით შემფარებელს ნომერზე - 551168652

ეს უჩვეულო ცუგა ყველაზე მოსიყვარულე პატრონთან გაჩუქდება ყველაზე კარგ პირობებში.

ის ამას იმსახურებს!

Zooclub


Zooclub


ასევე იხილეთ სტატია: "54 ნაბიჯი ბედნიერებისკენ - თბილისში, ავტობუსების მადევარმა საოცარმა ძაღლმა თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა"

ასევე იხილეთ ვიდეო: ნოა და მისი ოჯახი
და
ნოას ისტორია და მისი შეხვედრა 54 ნომერი ავტობუსის მძღოლებთან
დალილა
არაკაცი და არაადამიანი, ვინც ეს ძაღლი მიატოვა
ქეთი
მე დიდი დიღომში ვმუშაობ და ეს ცუგა მეც ვნახე ,ოღონდ 15 ნომრიდან ჩამოსვა მძღოლმა ,თუმცა ისევ ასვლას შეეცადა, მე ვაჭამე,მოვეფერე და დამშვიდდა,იქვე დაწვა და ალბათ კვლავ ავტობუსს დაუწყო ლოდინი ეეჰ...
manana
არ ვცხოვრობ,სამწუხაროდ, საქართველოში,გთხოვთ,აპოვნინეთ პატრონი,ან დაეხმარეთ,რა საყვარელია,დამეწვა გული.
დაეხმარეთ მაგ საწყალს
რომელიმე ტელევიზიით გააშუქებინეთ აი ჯაჯანიძე ათას სისულელეზე რო აკეთებს გადაცემას გააშუქოს ხუთი წუთი დაუთმოს და აპოვნინეთ პატრონი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?