54 ნაბიჯი ბედნიერებისკენ - თბილისში, ავტობუსების მადევარმა საოცარმა ძაღლმა თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა (+ვიდეო)
უკვე ყველა კარგად იცნობთ თბილისის “მორბენალ ჰაჩიკოს”, რომელიც დიდი დიღმის 54 ნომერ ავტობუსებს დასდევდა.

მას მერე, რაც მისი ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მთელმა ქვეყანამ შეიტყო მისი ამბავი, დახმარების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

მის ბედზე თეკლა კალანდაძემ და ცხოველთა რამდენიმე მოყვარულმა იზრუნა. მათ ამ საოცარ პატარას საუკეთესოთა შორის საუკეთესო პატრონი შეურჩიეს.

გუშინ საღამოს ჩვენი “მორბენალი ჰაჩიკო” დაემშვიდობა ავტობუსის მძღოლებს, რომელთაც ძალიან უყვართ ეს საოცარი არსება და თუ აქამდე ის ამ საშიშ გზებს გადაურჩა, მხოლოდ მათი წყალობით! N54 ავტობუსის მძღოლებმა ეს საოცარი ძაღლი
საკუთარ სახლში გააცილეს!

Zooclub

“მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის, რომ ამ ამბის ბოლო კეთილია. თითოეულმა ადამიანმა,
რომელმაც ვიდეო გააზიარა, მოიწონა თუ დააკომენტარა შესაძლებელი გახადა, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო! დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დაუშურველად მთავაზობდა სხვა და სხვა ტიპის დახმარებას ამ საქმეში! მიხარია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვპროგრესირდებით და ჩვენი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ მეტ-ნაკლებად იხვეწება და კეთილშობილდება!
მინდა გამცნოთ და გახაროთ ჩვენი თავგადასავლების მოყვარული, უერთგულესი არსების ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისი და დასასრული მისი გიჟმაჟი თარეშისა, რომელიც რამდენადაც ამაღელვებელი იყო საცქერად, იმდენად დამღუპველიც მისთვის.
საშინლად დასწყდათ გული მძღოლებს, თუმცა კარგად ესმოდათ, რომ მისი უსაფრთხოებისთვის ასე უკეთესია.
ერთი სიტყვით: Happy endings come after the story with lots of ups and downs”,
– წერს თეკლა კალანდაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

Zooclub

"მორბენალ ჰაჩიკოს" ახლა “ნოა” ქვია.

ის ძალიან მალე შეეგუა ახალ გარემოს, სახლს, სადაც ყველას უყვარს; სადაც ციცქნა ძუ თოი–ტერიერ დაიანასთან და თუთიყუშთან დამეგობრდა; სადაც ქალბატონი ლიას, სალომესა და ნელი ბებოს ყურადღებითა და სიყვარულით ეჩვევა "სახლის ცხოვრებას"; სადაც ყველა ეფერება და თვალებში უყურებს.

დღეს, დილის სეირნობის შემდეგ, უკვე თავისით გადმოუხვია სახლის გზაზე, თუმცა, ჯერ კიდევ ყვითელი ავტობუსების დანახვისას განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, ყეფს და ხტუნავს.

ნოას ისტორია ბედნიერად დასრულდა, რადგან ყველამ გულთან მიიტანა ამ უცნაური და საყვარელი ძაღლის ამბავი. ეს გულისხმიერებაა! ეს ადამიანობაა!

დიდ მადლობას გიხდით ამისთვის!

ვიდეოს ავტორი თეკლა კალანდაძე

ასევე იხილეთ: დიდ დიღმელი ჰაჩიკო – ძაღლი 54 ნომერი ავტობუსიდან!

ასევე იხილეთ ვიდეო: ნოა და მისი ოჯახი
და
ნოას ისტორია და მისი შეხვედრა 54 ნომერი ავტობუსის მძღოლებთან
z.k.
პირველად წავიკითხე ამდენი კომენტარი სადაც შური,მოღმა და ერთმანეთის მიმართ ლანძღვა გინება არაა,ყველა ეთსულოვანია,ასე არ სჯობს?
თაკო
რა მაგარია
lala
მადლობა ყველა იმ ადამიანს ,ვინც ზრუნავდა ცუგაზე . მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მან მზრუნველი პატრონი იპოვა.
ჯოჯო
აუფ..გაბაზრდება ეგ ამბავი და აწი ნახე შენ უპატრონო "დვარნიაშკების" სირბილი თბილისის ქუჩებში..:)))
ჯოტო
3
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?