"ჩემი ძაღლი ვეგეტარიანელია და ერთ დღეს ავტობუსში ძალიან შემარცხვინა..."
"ჩემი ძაღლი ვეგეტარიანელია და ერთ დღეს ავტობუსში ძალიან შემარცხვინა..."
"ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს ბოსტნეული. სტაფილო, კიტრი, პომიდორი - ეს მისთვის უკეთესი საკვებია, ვიდრე ხორცის ნაჭერი. მისი უჩვეულო ქცევა თავიდან მართობდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცოტა დამღლელია, როდესაც სტუმრად მოსული მეგობარი აღფრთოვანებული ყვირის: "პომიდორს მიირთმევს? ვაშლს? კომბოსტოს?"

ერთ დღეს ჰილდამ უხერხული მდგომარეობა შემიქმნა: სასეირნოდ პარკში წავედით. რამდენიმე გაჩერება ავტობუსით უნდა გვემგზავრა. გვერდით დაგვიჯდა ქალი, რომელსაც დიდი პარკი ყაბაყით სავსე ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

ჰილდა თავით ჩაძვრა პარკში. მას მხოლოდ კუდი უჩანდა. სირცხვილისგან გავწითლდი. ბოდიში მოვიხადე და ძაღლი ბოსტნეულს მოვარიდე, თუმცა,
მას კბილებით ეჭირა ერთი დიდი ყაბაყი და ვერ გავაგდებინე.

სანამ მე ძაღლთან "ვჭიდაობდი", ყაბაყის პატრონმა
სიცილი დაიწყო. მას გარშემომყოფებმა მხარი აუბეს, ხოლო ავტობუსის უკანა სავარძელზე მსხდომი ადამიანები ინტერესით გვიყურებდნენ. ასეთი შერცხვენილი არასოდეს ვყოფილვარ.

საბოლოოდ, ჰილდამ გაიმარჯვა. მას ქალმა ყაბაყი აჩუქა, ხოლო მე მისაყვედურეს, თითქოს ძაღლს სათანადოდ არ ვკვებავდი და "ვითომ საცოდავი" ცხოველი ბოსტნეულზეც კი არ ამბობდა უარს."

ასევე იხილეთ:

შეიძლება თუ არა ძაღლები იყვნენ ვეგეტარიანელები?

"ვცდილობდი, სახლში დაბრუნებულს არ მეხმაურა, რადგან მეშინოდა, მეზობლის ბავშვები არ გამეღვიძებინა..."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?