ძაღლი, სახელად გომბორა - ძველი თბილისის კოლორიტი
ძაღლი, სახელად გომბორა - ძველი თბილისის კოლორიტი
ადამიანების მსგავსად ცხოველებსაც აქვთ თავიანთი ისტორიები, ამბები, რომლებიც  სასაცილო ან სევდიანია. ჩვენი ცხოვრება ხან იკვეთება... ხან შორდება...

თბილისშიც არსებობენ ცხოველები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოგზაურებსაც ხვდებათ და ამახსოვრდებათ... შემდეგ ეს მოგონება მათ სულ თან დაყვებათ...

თუ შეგიმჩნევიათ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, სიონის პირდაპირ მიტოვებული აგურებიანი შენობის ფანჯარაზე მდგარი ჩალისფერი ძაღლი... როგორ გადმოდგება და დაჰყურებს ხალხს მშვიდად... ის ალბათ ყველას იცნობს და მას იცნობენ... მხოლოდ იქაურები კი არა - უცხოელი ტურისტებიც კი.

სწორედ ასე გავიცანი გომბორა... ქუჩაზე ტურისტი რაღაცას უღებდა ფოტოს. თვალი
რომ გავაყოლე, ფანჯარაში გადმომდგარი ღია ფერის ძაღლი შევნიშნეთ. სწორედ ამ ფოტოგრაფმა გვითხრა მისი სახელი -
გომბორა ჰქვიაო... რაც აქ ვარ, ძალიან ხშირად ვხედავ ფანჯარაში ასე მდგარს და ისეთი კარგია, ჩემს მოგონებებში უნდა დავიტოვოო და რამოდენიმე უკვე გადაღებული ფოტო გვანახა.. მერე წასვლის წინ მიაწოდა რაღაც სასუსნავი, რომელიც გომბორამ მაშინვე ძალიან გემრიელად მიირთვა...

გომბორას ყოველთვის ლესელიძეზე, ამ ძველი, აგურის შენობის ფანჯარაში შეამჩნევთ. ფოტოს გადაღებას რომ დაიწყებთ, გაგიკვირდებათ კიდეც, ისე იქცევა, თითქოს პოზირებს...

ის ხან იქვე, იმ სახლის გვერდით პატარა ეზოშიც უნახავთ... ალბათ იქ ჰყავს მეგობარი ადამიანები, რომლებიც უვლიან და აჭმევენ... არავინ იცის მისი წარსული, მაგრამ მას ყველა იცნობს, ვინც ძველ თბილისში მეიდანზე შეჩერებულა, მერე კი ლესელიძის ქვაფენილი აუვლია...

ძაღლი, რომელიც ყველას ხვდება და აცილებს, რომელსაც უყვარს ადამიანები და უყვარს ძველი თბილისი...

გაიცანით, ეს გომბორაა...
ძველი თბილისის კოლორიტი...


Zooclub

Zooclub

Zooclub
იქვე ეზოა და იქ არის ხოლმე, მგონი ყავს პატრონი, აჭმევენ, ასმევენ.
სოფიო
კავკასიური ნაგაზია მგონი ეგ, დღეს გავიარე იქ და ისე ჰყეფდა ფანჯრიდან გადმომდგარი ხალხი ტროტუარის მეორე მხარეს გადადიოდა შეშინებული, მათ შორის მეც.ისე ვინ მიატოვა ასეთი ძაღლი არა სცხვენია მაგის პატრონს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?