ჰიუსტონში, ტეხასის უდიდეს ქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ისინი ეხმარებიან ბინადრებს, რომლებზეც პატრონებმა უარი თქვეს, ასევე ძაღლებს, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში დაიბადნენ. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ორგანიზაცია “Forgotten Dogs of the 5th Ward Project”-მა უამრავი ძაღლი დააპურა და მხოლოდ ერთ რაიონში 864 ძაღლი გადაარჩინა.
ამ ადამიანებმა დიდი გულით
როდესაც ერთ-ერთმა მოხალისემ დაინახა სევდიანი ძაღლი, რომელიც სათამაშოსთან ჩახუტებული იწვა და არავის სჭირდებოდა, იგი მიხვდა, რომ ეს ძაღლი ყველაზე მეტად გამოხატავდა უსახლკარო ცხოველების პრობლემებს. ამ ფოტომ ინტერნეტი მოიარა.
ძაღლის ნახვისთანავე მოხალისეებმა გადაწყვიტეს ფურგუნში ადგილი გაეთავისუფლებინათ ამ ძაღლისთვის და თან წაეყვანათ, მაგრამ უკან დაბრუნებულებს ძაღლი ადგილზე აღარ დახვდათ.
აქ ისინი 89 წლის კელვინს შეხვდნენ. აღმოჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა ეს ძაღლი, რომელიც ხშირად გაურბოდა და გარეთ ამჯობინებდა ცხოვრებას.
ასევე აღმოჩნდა, რომ კელვინიც ასევე ეხმარება თავის რაიონში მცხოვრებ უსახლკარო ძაღლებს და ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, აჭმევს და მკურნალობს.
მოხალისეებმა კელვინს რიგი დავალიანება გაუსტუმრეს, ასევე დაეხმარნენ ძაღლის საკვებით და მისი ცხოველების ნაწილზე მეურვეობა აიღეს. მოხუცი ამ დახმარებამ ძალიან გაახარა.
იმედი გვაქვს, რომ ეს ძაღლი სულ მალე იპოვის ან უკვე იპოვა ახალი სახლი. დაე, დედამიწაზე ყველა უსახლკარო ძაღლმა იპოვოს თბილი სახლი და ტკბილი პატრონი! ყველა მოხალისეს კი გვინდა ვუთხრათ დიდი მადლობა მათი უანგარო შრომისა და უზომოდ კეთილი გულის გამო!