მეთევზემ 2 მეტრი და 74 სანტიმეტრის სიგრძის ლოქო დაიჭირა
მეთევზემ 2 მეტრი და 74 სანტიმეტრის სიგრძის ლოქო დაიჭირა
მეთევზეების უმეტესობას, ადრე თუ გვიან, ხვდებათ ისეთი ზომის თევზი, რომელიც უჩვეულო

ზომითა და გარეგნობით გამოირჩევა, მაგრამ ნამდვილ "მონსტრთან" შეხვედრის საშუალება ერთეულებს აქვთ.

37 წლის მეთევზეს, ბენჯამენ გრიუნტერს, წარმოუდგენლად გაუმართლა - მდინარე პოზე (იტალია) თევზაობისას, მან ყველაზე დიდი ლოქო დაიჭრა, რაც კი აქამდე ვინმეს უნახავს.


გრიუნტერმა მას შემდეგ გადაწყვიტა პოზე წასვლა, რაც იხილა ამ მდინარეზე გადაღებული რამდენიმე შთამბეჭდავი ვიდეო, რომლებიც პოპულარულმა მეთევზეებმა გადაიღეს.  კადრებზე ჩანს, თუ როგორ იჭერენ უზარმაზარ ლოქოებს.

თევზაობის პროცესში გრუნტერს გაუჭირდა ნადავლის წყლიდან ამოყვანა. თავიდან მან იფიქრა, რომ ანკესის

კაუჭი რაღაცას გამოედო, მაგრამ ის მალე მიხვდა, რომ ზვიგენის ზომის თევზი დაიჭირა.


Zooclub

მეთევზეს 45 წუთზე
მეტი დასჭირდა, რათა თევზი ზედაპირზე ამოეყვანა. საბოლოოდ, მან შეძლო ლოქოს ნავზე ამოყვანა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ შესაძლოა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ლოქოს სიგრძე 2,74 მ-ს აღწევდა, ხოლო მისი წონა 129 კგ-ს შეადგენდა.

ეს იყო უელსური ლოქო - მტკნარი წყლის ერთ-ერთი უდიდესი თევზი.

Zooclub

ისევე როგორც ნამდვილი მეთევზეების უმეტესობა, რომლებიც დიდი ზომის თევზებზე ნადირობენ, გრიუნტერი თევზის მოკვლას არ აპირებდა. მან ლოქო გაზომა, აწონა, ყოველივე ფოტო/ვიდეო კადრებზე აღბეჭდა და კვლავ მდინარეში გაუშვა.

წყარო: apost.com

ასევე იხილეთ:

შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები

ყველაზე გრძელი კუდი - ბელგიაში ძაღლმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ხარი 323,74 სანტიმეტრის სიგრძის რქებით, გინესის რეკორდსმენი გახდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?