ნორვეგიაში დაიჭირეს თევზი ანომალიურად დიდი თვალებით
ნორვეგიაში დაიჭირეს თევზი ანომალიურად დიდი თვალებით
19 წლის მეთევზეს, ოსკარ ლუნდალოს შესაძლებლობა მიეცა, ანეის კუნძულზე (ნორვეგია) უჩვეულო გარეგნობის თევზი დაეჭირა. ამ თევზს თავის სხეულთან შედარებით უზარმაზარი თვალები აქვს.

ბიჭმა თევზი 800 მეტრის სიღრმეში დაიჭირა, ხოლო წყლის ბინადრის მოსატყუებლად, სკუმბრია გამოიყენა. უჩვეულო გარეგნობის თევზის ფოტოები ოსკარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და თავის ნადავლს "დინოზავრის შთამომავალი" დაარქვა. "მსგავსი არაფერი მინახავს. უცნაურად გამოიყურება - ცოტა დინოზავრსაც ჰგავს. არ ვიცი, რა სახეობის თევზია", - დაწერა ოსკარმა ფოტოს კომენტარებში.

Zooclub

მოგვიანებით, ნორვეგიელმა სპეციალისტებმა უცნაური არსება ევროპულ ქიმერას მიამსგავსეს (ზვიგენის მონათესავე, რომლის ასაკიც 300 მილიონ წელს აღწევს).
თევზს Monstrosa Linnaeus-ი დაარქვეს - ბერძნული მითოლოგიური ურჩხულის სახელი, რომელსაც ლომის თავი და გველეშაპის კუდი
აქვს.

Zooclub

ქიმერა იშვიათად ხვდება ანკესზე, რადგან ის ღრმა წყლებში ბინადრობს. დიდი თვალები მისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა სიბნელეში დაინახოს.

წყარო: thesun.co.uk
ანდრია
ამ თევზს ჰქვია ჩრდილოური მაკრურუსი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?