მსოფლიოში პირველად, ჩინეთში გოჭი-მაიმუნები დაიბადნენ
მსოფლიოში პირველად, ჩინეთში გოჭი-მაიმუნები დაიბადნენ
ჩინეთის ლაბორატორიაში გოჭისა და მაიმუნის ჰიბრიდები დაიბადნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას "New Scientist"-ი ავრცელებს.

ქიმერას შექმნისთვის, გოჭის მაკეობის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მას მაიმუნის ხელოვნური უჯრედები შეუყვანეს.

საერთო რაოდენობით, მაიმუნის უჯრედები ოთხიათას ემბრიონში მოხვდა. ამათგან მხოლოდ ათი ინდივიდი დაიბადა, თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი შეიძლება ჩაითვალოს ქიმერად.

უნდა აღინიშნოს, რომ მაიმუნის უჯრედების კონცენტრაცია საკმაოდ დაბალი იყო - ერთიდან ათასი,  ერთიდან ათი ათას ღორის უჯრედთან მიმართებაში.

ამ ეტაპზე ექსპერიმენტმა მარცხი განიცა
და, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ქიმერა-გოჭები მოკვდნენ.

ამ პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ისინი ეცდებიან თავიანთი შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ. ექსპერიმენტის ძირითადი მიზანია, ცხოველის ორგანიზმში ადამიანის ორგანოების გაზრდა, რათა
მომავალში ტრანსპლანტაცია გამარტივდეს.

წყარო: newscientist.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?