ავსტრალიელმა მეთევზეებმა ვიდეოზე ხუთმეტრიანი ზვიგენი გადაიღეს (+ვიდეო)
ავსტრალიელმა მეთევზეებმა ვიდეოზე გადაიღეს დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც მათ ნავს გამოეკიდა. ვიდეორგოლი YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ავსტრალიელმა ჯეიმს მილერმა და სემ შელაბირმა კუნძულ გარდენთან თევზაობის დროს ზვიგენი შეამჩნიეს.

”იგი ნავის გარშემო თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში დაცურავდა და ჩვენ მიერ დაჭერილ ერთ თევზს პირიც კი წაატანა. ძალიან მაგარი იყო”, - აღნიშნა მილერმა.
მისი შეფასებით, ზვიგენის სიგრძე დაახლოებით 5 მეტრი იყო.

დიდი თეთრი ზვიგენი ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი თევზია მსოფლიოში. ამ სახეობის წარმომადგენლის სიგრძე საშუალოდ 4.6-4.8 მეტრია, მაგრამ ხან მათზე
დიდი ზომისებიც გვხვდება (დაახლოებით 6 მ.). დიდი თეთრი ზვიგენის სახეობა ადამიანისთვის ყველაზე საშიშ სახეობად ითვლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?