დღეს პოლარული დათვების საერთაშორისო დღეა
დღეს პოლარული დათვების საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიოში პოლარული დათვების საერთაშორისო დღეს (International Polar Bear Day), ან თეთრი დათვის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულის მიზანი პოლარული დათვების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების მათი დაცვისადმი ყურადღების მიპყრობაა.

ასევე არის საუბარი პოლარული ყინულის დნობის შესახებ, რაც პოლარული დათვების პოპულაციისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს. კიდევ ერთი საშიშროება თეთრი დათვებისთვის არის ნავთობის საბადოები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

ბოლო წლების მონაცემები ადასტურებენ, რომ პოლარულმა დათვებმა (Ursus maritimus) ევოლუციის გზა 5 მილიონი წლის წინ დაიწყეს, მათი წინაპარი მურა დათვი იყო. მაგრამ განსხვავებით მურა ნათესავისგან, რომელიც მიწაზე ცხოვრობს, პოლარული დათვი
შესანიშნავად ადაპტირდება უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრებისთვის, ზღვის ყინულებს შორის.

მეცნიერების მიახლოებითი შეფასებით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 20-25
ათასი თეთრი დათვია. მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებიც პოლარულ დათვებს იკვლევენ, გამოაქვეყნეს მონაცემები იმის შესახებ, რომ პოლარული დათვის 10 სუვპოპულაციიდან - 8 შემცირდა, სამი სტაბილურად რჩება, ხოლო ერთი გაიზარდა. მონაცემების შეკრება დანარჩენი შვიდი სუბპოპულაციის შესახებ ჯერ რთულია.

არქტიკაში ყინულების დნობამ, რაც გლობალური დათბობის გამო ხდება, 2050 წლისთვის შეიძლება თეთრი დათვების ⅔ -ის დაღუპვა გამოიწვიოს.

პოლარული დათვის საერთაშორისო დღე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ხუთი ქვეყნისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ. (ნორვეგიაში, კანადაში, რუსეთში, გრელანდიასა და აშშ-ში (ალასკა)). 2008 წლის მაისში თეთრი დათვი აშშ-ს მიერ შეყვანილ იქნა წითელ წიგნში, როგორც განადგურების პირას მყოფი სახეობა. კანადამ და რუსეთმა თეთრი დათვის სტატუსი განსაზღვრა, როგორც “დაუცველი სახეობა”.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თეთრ დათვებს შეიძლება შევხვდეთ მხოლოდ არქტიკულ განედზე, ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს. ანტარქტიდაში, სამხრეთ პოლუსთან თეთრი დათვები არ ცხოვრობენ.

საინტერესოა ფაქტი, რომ პოლარული დათვები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ გარემოში, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსია და უფრო ნაკლებიც. სითბო ინახება ქურქის ორი ფენისა და კანქვეშა ცხიმის სქელი ფენის წყალობით. გარდა ამისა, ყურებისა და კუდის პატარა ზომის გამო, არ ხდება სითბოს დაკარგვა. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი დათვები ყველაზე მეტად ორგანიზმის გადახურებით ზიანდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნადავლს მისდევენ.

ჩვეულებრივ, ზრდასრული დათვები 150-დან 550 კილომდე იწონიან, მაგრამ გვხდებიან ინდივიდუმები, რომლების წონაც 550-ზე მეტს შეადგენს. ყველაზე დიდი პოლარული დათვი დარეგისტრირებულთა შორის 1 ტონას იწონიდა.

პოლარული დათვები ჩვეულებრივ ორ ბელს აჩენენ, მაგრამ ხან ხდება, რომ გარემო-პირობების ხელშეწყობით, 3 ბელიც გაუჩენიათ ან პირიქით, მხოლოდ ერთი ბელი. ბელები დედასთან ორწელიწადნახევარი რჩებიან, სწავლობენ ნადირობასა და იძენენ გდარჩენის უნარს მკაცრ გარემოში.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?